ლონდონის მწვანე ტომები და წითელი გემის ბარათები
ინგლისელი მწერლის (არადა, 1876 - Nasce სან ფრანცისკო ჯეკ ლონდონი.გვარმა არ მოგვატყუოს, მეც ჩემს თანაკლასელებს და შემდეგ, თანაქალაქელებს აფხაზი ვეგონე და ვგონივარ)) ჯეკ ლონდონის ოთხტომეული, ბავშვობაში დაჟინებით ცდილობდა ჩემს სამყაროში შემოღწევას, მაგრამ რაღაც დაუძლეველი ეჭვიანობის გამო, მე ის გვერდზე გადავდე.
მარტივადაა საქმე, ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი", პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო მოთხრობა, ოქროს მაძიებელთა თავგადასავლის შესახებ, შორეულ ალიასკაზე, მამაჩემის საყვარელი მოთხრობა გახლდათ, მე კი რაც მამაჩემის სიყვარულთან ასოცირდებოდა, ეჭვიანობის გამო, საძაგლად მძულდა. (აი, კიდევ, დავგუგლე, და ჰა, აკა მორჩილაძეა, ახლა ჩემსას ვინ დაიჯერებს: „"კარმენი ორ დღესაც ვერ გაძლებს", - ამ გამანადგურებელი ფრაზით იწყება ჯეკ ლონდონის "თეთრი მდუმარება". კარმენი ძაღლია. იმის შემდეგ სულ მაინტერესებდა, შიმშილს და ყინვას ძაღლი უფრო უძლებს თუ ადამიანი.
ეს ინდიელი ცოლები. სკვო, სმოკი და პატარა თოვლი. ჩვენ ამით ვიცნობდით ჯეკ ლონდონს, როცა პატარები ვიყავით. იყო რუსულიც, უგრძესი ტომების რიგი, მუქი იასამნისფერი და ქართულებიც, მწვანე, ლია იმერლიშვილის თარგმნილი.
მაგრამ "მარტინ იდენიც" იყო, რომელსაც მერე თუ წაიკითხავდი. დიდი ამერიკული რომანი, მე თუ მკითხავთ. ახლა ჩვენში ამას არავინ წაიკითხავს. ერთადერთი კაცი ვიცი, ვისაც ამას წინათ გადაუკითხავს, სხვას ჩემთან მარტინ იდენის ამბავზე არ ულაპარაკია. ჯეკ ლონდონი ორმოცი წლისა მოკვდა. ამის დედა ვატირე, რამდენი რამე მოასწრო და რამდენი კიდევ ვერა. მორფის ზედმეტი დოზითო. მორფი მაშინ მაინცდამაინც მორფინისტობა და ნაზრანში წამალზე სირბილი კი არ იყო.
ო’ჰენრი ორმოცდაათისა იქნებოდა, გამუდმებით სვამდა და მოთხრობებს წერდა, რათა თავისი ობლები შეენახა. ჰონდურასი, ციხე, ცოლის სიკვდილი. რეები აღარ გადახდენოდა. ამ ამბებს ვერ გაწვდები.
მისი ყვითელი ორტომეული არსებობდა რუსულ ენაზე, თუმცა, მოთხრობების გამოცემები - უამრავი.")
დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, ერთ სტუმარ ქალბატონს, რომელიც იყო პეტერბურგელი და ისვენებდა წყალტუბოში, სადაც მამაჩემმა, რაც მასთან ერთად მიიღო მჟავე წყლების აბაზანები, ის დაიმეგობრა, ერთად მოინახულეს წყალწითელას ხეობა, სათაფლიის ნაკრძალი და ფოტოსურათებიც გადაიღეს.
თვალები დავთხარე. მართალია, ეს ფოტოებზე მოხდა, მაგრამ საკმარისი იყო აგრესიისთვის, თან 10 წლის გოგონას ეს საქციელი საგანგაშოდ მეჩვენება ახლა.
სათაფლიაში, დინოზავრის ნაკვალევთან მდგარ ნადიას ორივე თვალი საბრალობლად აქვს ამოჩიჩქნული, ჩემი დების ნაქონი საბჭოთა ფარგლისა და ჩემი გაშმაგებული ეჭვიანობის გამოისობით.
ერთხელ, ზამთარში მამას გულის უკმარისობა დაემართა და საწოლიდან მთელი კვირა ადგომა აუკრძალეს. მაშინ, მე ავედი მეორე სართულზე, შიდა ხის კიბით, ამ კიბის ოთახს, ჰქონდა უცნაური აკუსტიკა, იქ დიდხანს ვიდექი და ვმღეროდი, შემდეგ ორჯერ ჩამოვსრიალდი და მხოლოდ ამის შემდეგღა ჩამოვიტანე ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი ტომი, დავჯექი ბუხართან და ნახევრად მძინარე მამას წავუკითხე „თეთრი ეშვი", მთლიანად. იქ იყო, რაღაც ჰორორი, როგორ უნდოდათ მშივრებს ერთგული ძაღლის ჭამა, მაგრამ გადავრჩით. ( სინამდვილეში არ ვიცი და სათავგადასავლო მოთხრობაში მგელია, თან აკა: „"კარმენი ორ დღესაც ვერ გაძლებს", - ამ გამანადგურებელი ფრაზით იწყება ჯეკ ლონდონის "თეთრი მდუმარება". კარმენი ძაღლია.)
მამაჩემი ძალიან მალე გამოჯანმრთელდა და მერე ეს ჯეკ ლონდონი, რატომღაც ისევ სულ ბოლო თაროებზე გადაბარგდა.
(ეს რა უცნაური ფოტოა, გემი, შუაში რუსის ქალი და ჯეკ ლონდონი პატარა აცმუკებული პრინცივით)
ძველი წიგნების სიყვარული კი ჩემი პაპის, მამის დამსახურებაა. საბა მამასახლისს, (ახლა ცოტას ვნანობ ლიტერატურული ფსევდონიმად - მამასახლისი- რატომ არ გამოვიყენე, თან ეს გვარი ერთ კეთილ კაცთანაც ასოცირდება, ტელევიზიით წერილებს რომ გვიკითხავდა, სჯობს გვიან).
საბა მამასახლისს 1899 წელს ნასყიდი:), წიგნები, ვინმე შანიძის სტამბაში დასტამბული წყება-წყება ჰქონდა შენახული და მეც რაღაც მოურჩენელი სნებასავით შემეყარა და მოვიწამლე მათი სიყვარულით. ეს ბავშვობის სენი დიდობამდე გამყვა.
განწყობის გამოკეთებას, ყოველთვის ბუკინისტებთან სტუმრობით ვახერხებ. ერთ ასეთ მოშხამულ გუნებაზე, წავბოდიალდი მარჯანიშვილზე, დაბალ, მსუქან, ჰორორის პერსონაჟ ქართველ ბუკინისთან, მაისის წვიმიან დღეს ვიყიდე, შავი, ყდაამომწვარი სველი წიგნი, რომელიც სულ რაღაც 1 ლარი ღირდა. არის რუსულენოვანი და უფრო ლიტერატურულ ალმანახს წააგავს. იქ ჩვენი ჯეკ ლონდონი გავჩითე, ძალიან შინაურული, პირადი შავ-თეთრი ფოტოებით, თავის ორ ცოლთან ერთად, მგონი შვილებთან, სახლის ვერანდაზე, თეთრ ტილოს შარვალში, მაგრამ ბოლო ჰქონდა სტატიას სევდიანი - გამოჩენილმა მწერალმა, ჟურნალისტმა ჯეკ ლონდონმა დიდი დეპრესიის გამო თავი მოიკლაო.
მის მიმართაც რაღაც სინანულის გრძნობა გამიჩნდა, დღემდე ეს ყდაამომწვარი ჟურნალი სახლში არ გამომიჩენია, არ მინდოდა მამაჩემსსაც განეცადა და აი, კიდევ, ერთხელ წამოტივტივდა მწერალი.
ზაფხულში, ზღვისპირეთში, ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, მესამედ ჩავედი, ქობულეთში, ციხისძირში მდგარი პეტრას ციხე მოვინახულე და იქ ბამბუკებისგან სხვადასხვა ნაკეთობებით მოვაჭრე მოხუცი მამაკაცი გავიცანი.
მან მომიყვა ეს ამბავიც, რომ გაიგო ვწერ ცოტ-ცოტას, დაგაინტერესდებაო.
(სინამდვილეში გამომცემლობაში ნინო კვაჭანტირაძემ მომიყვა, მაგრამ ახლა მითოსურ ნისლებს ვხვევ ამ ამბავს).
მოკლედ, ქობულეთში ადრე, ადრე ცხოვრობდა რუსის ლამაზი ქალი ინგა.
ეს ინგა თურმე მთელი ახალგაზრდობა გემს ელოდებოდა ხოლმე, წითელ საფოსტო გემს.
დიდი გაფაციცებით და სიხარულით ინახავდა მიღებულ წერილებს და ასევე სწრაფად საპასუხოდ უკანვე აგზავნიდა, თურმე ნუ იტყვით, სწორედ ჯეკ ლონდონის ტრაგიკული სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ინგას გაუგონარი შემთხვევით, ჯეკ ლონდონის მისამართი ჩავარდნია ხელთ და როცა მის საყვარელ მწერალს პირველი წერილი მისწერა და პასუხად ღია ბარათი დაუბრუნდა, (ასე სამი თვის შემდეგ), ინგას სიხარულისგან ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები.
დიდხანს ვერ გასტანა მიმოწერამ, დეპრესიისგან ამ ახალგაზარდა რუსი, ინგლისური ენის სპეციალისტ ინგას, შავზღვისპირულმა მარილიანმა და ნესტიანმა სიყვარულმა ვეღარ იხსნა ლონდონელი ( თავს ვეკაიფები) მწერალი და მალევე,მიმოწერიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დიდი დოზის მიღების შედეგად, სამუდმივოდ განსხივოსნდა _ ზეციურ ამერიკაში დამკვიდრდა.
აი, ჩემი ბუკინისტური ჟურნალის ფოტოები: ჯეკი ქალიშვილებთან და თურმე რუსეთ-იაპონიის დროს რუსეთში დიდი პოპულარულობით რომ სარგებლობდა და ვინ იცის ეს ჩვენი ინგაც იქ დაიმეგობრა, მაშინდელი ფოტოა.

Comments
Post a Comment