ანტრაქტიდის ოაზისები

ვიდრე ადამიანებად გადაიქცევიან ბუნების მოვლენები.
მე.


როცა ფეხს აიდგამს და პირველ ნაბიჯებს
გადადგამს მარიამის იესო,
მაშინ გათოვდება, ითოვებს
დილამდე, თოვლს დადებს, ზე-ცამდე.
ფიფქებად ღრუბლების დინება ტაატით,
მუხლებზე დაცემით, წინ რომ გაეხედა?!
ცრემლები სისხლამდე.
აქ, რელიეფი სარტყელია, ფეხს აუჩქარე,
მის ხელისგულზე,
ყველა ჭალაკი, ყველა ტბის ფსკერი, ყველა ტირიფის
გაშლილი თმა არის თავდაღმით.
სიცოცხლის ხაზებს,
დაუყვები და მყინვარებს თუ აღმოაჩენ,
ფეხს აუჩქარე.
აქ, მზე დღის ყვითელი ვარსკვლავია,
ჭრაქივით ჭრიატებს ერთი ბეწო.
სივრცე აზელილი ნიადაგი ფაფუკი ცილა
თუა ათქვეფილი -
დნება.


თავს შეასწარი, გულისგულში,
იერს შეიცვლი, თვალი ჰკიდე,
თვალსაწიერის გადატეხვას ყინულებად.
ჟანგისფერ დაბლობს
მწვანედ აფარია ჩუმი მოწყალება.
როცა დაბადება უკვე გაქცევაა -
ხეები, თოვლი და ქარი დაგიფარავს.
როცა ღამეული ხმა იამბიკოდ
ან შენდა საშველად ხეთა გაწვდენილ
კენწეროთ მიადგება,
მაშინ, ანტრაქტიდის პრიალა სტეპებიდან,
გამოდის ტკბილი და კეთილი სათნოება,
მარცხნიდან ურდულს აგყრის და მარცხნივე,
წითელ ოაზისად გულთანვე დაგაჩნდება,
ქრის..!

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო