გაგრძელება - ფოკუს-მოკუს ფრრ
ხილვა მესამე
ლუი მეთხუთმეტე, ტიბო დ ოსინი – ორლეანელი ეპისკოპოსი,მამა ჟილი
იზაბო – ერთი ლამაზმანი, პიერ მარშანი – მღვდელი, ფელიპ სერმუაზი, გიიომ ვიიონი
მეფე ლუი - ტიბო დოსინ, აბა ერთი ასწიეთ თავი და თვალები გამისწორეთ. რა ხდება აქ?!! რა ჟანა დ არკი მოგიწყიათ, სხვა გასართობი ვერ ნახეთ, რომ ახლა მგოსანთა მასკარადი არ გაგემართათ?! ამდენი წვრილფეხობა საიდან მოგროვდა ამ ერთი ბეწო მოედნის ირგვლივ?!
ტიბო - ოო, ჶარდოონ, ეს რა დილა გათენდა, რას ვიფიქრებდი, თუ ამ კოკილარის გამო მის აღმატებულებას ფერხთით ჩემს უგვანო თავს ამოვყოფდი?!
ლუი - ნუ მჭერმეტყველობ უნიჭოდ, ერთი. კარგადაც მომეხსენება ამბები შენი, ძალიან კარგად. საქმის ვითარება მომახსენე. ეს ვინღაა არის, დიდი ჯვრით კისერზე?!
ტიბო - ოო, ჶარდოონ, ჩემი მსახურია, პიერ მარშან.. რა დღეს მოესწრო, თვით ჩვენი ლამაზი მეფე ლუი მეთხუთმეტე ემაასლათება..
იზაბო - მეთხუტმეტეო?! ერთი დამიხედეთ ორლეანელ ეპისკოპოს თარიღები რომ ეშლება, ხომ არ გგონია მრევლის შემოწირულობას ითვლიდე?! დაჰკარით როზგი! და მაინც, რა მოხდა?! ვერ ხედავთ რომ გზად გამოვიარეთ და ელისეის მინდვრებზე მიგვეჩქარება, ახალი კლუბი უნდა გავხსნათ, არ შეგვჭამეს ამ მდაბიოებმა. მე არ ვიყო ერთ-ერთი ლამაზმანი იზაბო, თუ ეს შეყოვნება შეგარჩინოთ.
ლუი - მართალია ჩემი ერთ-ერთი ლამაზმანი იზაბო. აბა დროზე, თქვენ არ იცით, რომ მეფის დრო გროშზე მეტი ღირს?!
ბერი ფელიპ სერმუაზი - რას მერჩით, მესირ ფილიპ (გამოაჯავრა ფრანსუას ხმით) აი, ასე მომმართა, სანამ სულეთში მიმიღებდნენ, დიდო ლუი, როცა მან დამჭრა დიდი ქვით და სასიკვდილოდ. ჟან მარდი მახლდა. შეგიძლიად მოწმედ იახლოთ. ის ცოცხალია, სამარის კართან მომაცილა, მერე კი ჩემს ერთ-ერთ საყვარელთან მიჰყო განცხრომას. თუმცა, რას ვროშავ, დამნაშავე მე ვიყავი. შევუნდობ მკვლელსა და ქრისტიანული წესით გთხოვთ აღმასრულოთ
იზაბო - ყველამ ერთად როგორ გარეკეთ?! ნუთუ იაპონიის ცუნამის კვალმა საფრანგეთში შემოაღწია?!
ბერი ფელიპ სერმუაზი - პიერ მარშან, გამოდით ერთი ნაბიჯით წინ და თქვით ვინ გაქურდა შეწირულობათა სკივრი?! 4000 თუ 5000 ეკიუ ვინ წაიღო და რატომ?! პარიზიდან ვიღაც ბოზანდარის გამო გადასახვეწად?!
მღვდელი პიერ მარშანი - გი ტაბარი გამენდო ტავერნაში, სქელუა მარგოდ რომ იხსენიება 1457 წლის 17 მაისის ქალაქ შატლეს არქივში დაცულ ცნობებში. შემდეგ მართალია გადაიფიცა, მაგრამ ტიბო ორლეანელმა ეპისკოპოსმა, უკვე ხელიდან წასული ფრანსუა მოხეტიალე ლექსის მთხზველი მენის ციხეში ჩაასმევინა. ჩვენ მეფსალმუენთ სულაც არ გვეჭაშნიკება მისი რითმიანი ბალადები, ჩვენ სხვანაირ ლექსებსა ვთხზავთ. თქვენო მაღალ უმაღლესობავ.
(გიიომ ვიიონი) - საბრალო ფოლატრიმ კითხვაში ზარმაცია, მაგრამ ავკაცი?! სორბონას განა მკვლელებს აძლევენ ბაკალავრის დიპლომს?! ჩემი ბიჭი.
ლუი - ხოო, შემოდგომაა, ახლა მე აქ ვარ და როგორც წერია ფრანსუას ბიოგრაფიაში, ახლა უნდა კოკილართა ბანდას არ ეკუთვნის ფრანსუა მე ვთქვა და საზეიმოდ ყველა პატიმარი გავუშვა აღმა ან დაღმა?!
ერთი ვინმე კარის მასხარა - ასეა, ასე.. მაგრამ მალე ნოტარიუს ფრანსუას მეგობრები აუტეხენ აყალ-მაყალს, ნოტარიუსი იჩივლებს, ჩვენს გუნებაწამხდარ ძმობილს აიყვანენ სახრჩობელაზე. თუმცა შეიწყალებენ კვლავ თქვენი უსტარით და ბოლოს ათი წლით პარიზიდან გააძევებენ. აქ კი იკარგება კვალი ფრანსუა ჩვენი დე მონკორბიესი.
ლუი - როგორ უკვალოდ გაქრა?! განა ვინმეს გაუგონიაა ადამიანი ქრებოდეს ასე?!
ოფიციალური ხმა - სმენა იყოს და გაგონება. გაუმარჯოს მეფეს!
(პაუზა) გაუმარჯოს მეფეს!
დუმილი
ხილვა მეოთხე
ისმის გონგის ხმა.
ოფიციალური ხმა - სმენა იყოს და გაგონება. გამოჰყავთ სიკვდილმისჯილები. ნებისმიერი ხელისშემშლელი პირი ადგილზე იქნება ლიკვიდირებული.
(ყველა ერთხმად) - ვგონებ გვეღირსა.
ფრანსუა (ჩურჩულით) - ახლა ამ პატარა წვრილ მოვაჭრეთა თვალწინ მითად ვაქცევ ჩემს უმწიკვლო სახელს.
I ხმა - აი, ისიც, აი, უდანაშაულო, მსხვერპლი.,რომელიც ტკბილ და ამო ოდებს ქმნის და ყურს საამოდ ეფონება მისი ნამღერი. და ბალადები?!
II ხმა - ოდენ ჩვენი ქანცგამცლელი დღის გამთრევი, უბრალო საწყალ მოვაჭრეთა გულის განმრთველი.
ისმის ჟრიამული, დოლების ხმა სტვენა და შეძახილები: ფრანსუა, ფრანსუა..
ლუი - უთხარი მათ აქ მომგვარონ.
ფრანსუა - იქნება და ჯერ, ბატონებო, მესა მომასმენინოთ, ხოლო შემდგომ ჩემი ფეხით შევდგები. და მის აღმატებულება მეფე ლუისაც მოვასმენინებ ჩემს ბალადას ანდერძისას. სანამ გავქრები. ნუ, ჯორდანომ რა ვქნა დამასწრო, და ფოკუსი ის მაინც ბრუნავს პლაგიატად არ ჩამეთვალოს ვინძლო ძმობილნო, ამიტომაც ჟანა დარკის იესოს მაინც წავიდუდუნებ, ჩვენს საუკუნეს დაედო მტლად პროვინციელი ქალწული ჟანა.
Comments
Post a Comment