არა ქსტნ შენ
ჩვენ
ვცურავთ ერთად
სექსის დროსაც,
ან მაშინ
უფრო,
როდესაც გარეთ მიწას შავი პირი არ უჩანს- ოზონის ხვრელი -
ყინულის ქვეშ მოკრუნჩხული, პარმაღზე, როგორც უსახლკარო,
პირაღმა იწვეს, მუჭიდან მარილს
უხილავი ხელი ფანტავდეს - ზურგს უფარავდეს -
ეს ჩვენი წილი უფლისშვილი.
ფეხისგულები, ორი, წყვილად,
როგორც კუდები, ერთმანეთს ისე ეგლისება, უნდა დავიძრათ
ტალღებივით, უნდა მოვდიდდეთ,
ტუჩებიდან კი პირის ღრუში ჰაერს გადავცვლით -
მორიგეობით. ღრმად ჩაისუნთქე. ამოსუნთქვისას
სიტყვები რომ დაგცდეს. დააკვდე.
აღარ ვარსებობთ, სიტყვები ვართ და ასეც ვრჩებით.
რისგანაც ნერწყვით გვაკოწიწეს, აგვტკივდება და სათითაოდ,
კბილები, ფრჩხილი, თმა და წვერი - გაგვცვივდება.
წყალთა საფარველს
დავიფარავთ, დავიმალებით.
ახლა თითებით - მუცელზე შენი ხელისგული
გინდა გამფატრო, გამომიყვანო სხეულიდან
ზღვა-ზღვა მატარო.
ასე თევზებად ჩვენდა თავად, ასე,
თევზებად, რომლებიც მოხვდნენ იმ სრუტეში,
ტბასა და ზღვას რომ შეაერთებს
და ერთ-ერთი შრება უკვალოდ,
ალბათ, შორიდან ასეც ვჩანვართ
სხვა ტელესკოპში -
ლოგინში, სადაც ისე ცივა, ანტრაქტიდის
მცენარეები იშლებიან და ფესვს იდგამენ,
ვწევართ, ერთმანეთს ვეწებებით
ტკბილი ზურგებით -
როგორც დამშრალ წყალსაცავის ლამიან
ფსკერზე დარჩენილი ორაგულები.
ეს რა ამბავი ხდება ჩემს თავს?!
ცოცხალთა სახლებს მკვიდრობენ მკვდრები,
და ფოტოზე თავს ვაკვირდები,
ეს გოგო ხომ, დიდი ხნის წინ,
უცხო ტომის მებადურებმა დაახრჩვეს ზღვაში.

Comments
Post a Comment