კიდობანი




ადექ და წადი,
გაიდე მხარზე, ჟანგიანი ბირდაბირი,
მიადექ, მუხის ხეების ფერდობს, ღამიან,
ნაყოფი რომ არ მოუსხამს გახარებიდან,
ამოარჩიე.
მოიშველიე გრძნეულობა, მთვარეულობა ბავშვობისას, მოიშველიე,
უკაცრიელს გამოიხმე შენი დობილი შავი ქალის წითელი დები.
მთას ბრმა თვალში ჩაუვარდე,
ბუმბერაზ კლდეებს გულზე დაეცე,
მარხილს შეება,
მუხა მოგქონდეს,
ზარივით ექო  გამოგადევნონ.
ზვავი ჩამოწვეს იმ დილით ბანზე,
მიწამაც გითხრას ბანი და გაჩნდეს,
ჭრილობასავით ღია სამარე.
ხედავდე, გზაზე მკვდარი სისხლის მდინარეები
ავსებენ სახლებს, ტივტივებენ ემბრიონები
ჩვენი შვილების, თითქოს წითელ ღვინოში ჩალბა
გამხმარი პური - 
დედაბერს ხელზე გალეული სანთლის თითები
დაეწყო ტუჩზე.
გამიკეთე კიდობანი,
არ მომაბრუნებ ასე წამსვლელს ანუ არჩევანში
გიცვლი არადანს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო