-----Original Message-----


რატომ, მაინცდამაინც დღეს რომ მივხვდი,
დღეს, გიორგობის დღეს,
გადარჩეულ დღეებს, დაძველებულ წლებს,
წყევლა უნდა ავხსნა
და არარსებულ მისამართზე, მოციქულის სახელზე,
აღსარებასავით წერილი მოგწერო.

მაშინ ვერ ვხდებოდი,
თუ რამეს ნიშნავდა,
ბაღში, როდესაც ერთმანეთისთვის ვჯდებოდით სკამზე,
შენი თავის ჩემს კალთაზე დაგორება.
მაშინ, ვერ ვხდებოდი, მეგონა, უბრალოდ,
მაჩვევდი შენს თავს,
ქერისფერ თმაზე გეფერებოდი
და მინდოდა თუ არ
თავს ვხრიდი, თავის მოდრეკით
სიყვარულს თუ გევერდებოდი.
იმ ბაღში იდგა ჯვარცმასავით
გაფოთლილი უხსოვარი ხანის ნეკერჩხალი,
იმ ბაღში ნაძვებიც იდგნენ ნირწამხდარნი,
იქ იდგა ბიბლიური უცხო გარინდება,
ჩვენ ერთმანეთის წარსულს ვაყუჩებდით.

იშვიათად ჩამოვდიოდი
აღმოსავლეთის მივარდნილი, ჭაობიანი, სუნიანი
სოფლის გზებით დედაქალაქში,
ჩამოვდიოდი და ვეძებდი თურქულ, არაბულ შუკებში
მას, ვისაც თავი   მოეძღვნა ჩემთვის,
მაგრამ, ჩემდა უნებურად, ზოოპარკში და მთაწმინდაზე
მიწევდა გავლა.

დამამახსოვრდა:
გალიებიდან დაზაფრული მტაცებელი ღამის ცხოველების
უძალო მზერა.
ჩრდილში, უცნაური წყვილი,
ქალის კალთაში მამაკაცს ჩაედო თავი და ქალი კი თმას უხილავდა.
და ყოველთვის, ექვსის მერე,
როცა გამოვრბოდი
უკაცრიელ ბაღში,
შენთან შესახვედრად,
როცა მე ვჯდებოდი ჯვარცმულ ნეკერჩხლის ქვეშ
და შენ ნაძვის სუნით
სავსე თავს მომანდობდი
ის ზოოპარკის წყვილი მახსენდებოდა,
ოღონდ არასოდეს არ მითქვამს შენთვის,
რომ მე მათ დანახვაზე გულით ამეტირა.
და შენც ხომ გულით გამოგიტირე,
და პიეტაც განა სხვა არის?!

ექვსი წლის შემდეგ
ბოტიჩელის ნახატებში წავაწყდი, როგორ
დასტირის დედა და
 
מרים המגדלית* გულში იხუტებს,
მას ვინც ამბობს: „ნუ მსტირ, მე დედაო".
ასეა, აი,
ტყუილ-უბრალოდ ჩვენ ვტირით.

* მარიამ მაგდალინელი

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო