ღამის სამსაათიანი ლოცვებიდან



გიცხადებ ჯიხადს,
ჩემი ყოველღამეების გაცრუებისთვის,
სულდგმულთა გატრუნებით.

როდესაც ვრთულდები,
სიტყვების თოკით მივიწევ სკნელისკენ,
გზად შემხვედრთ, შემთხვევით გადამწყდრებს,
ხეებს აგვისტოში,
მხარს ვუქცევ, ადამიანები _ ცულები,
მჭედლების ქურასთან გადადნენ,
ამდენი დაგუბება გრძნობების,
ვნებანი ახდენილნი გადამდე.

გველების შეჭამანდსაც შევჭამდი,
ისედაც რას ვაკლებ, ღმერთმანი,
ველური ლეღვი და ვაზის ტირილობა,
ნაძვის უდაბური გარინდება,
უცხო ფრინველები სამზეოსა,
ოთახში ჯვარცმის მფარველობა.
ასეთი ხელის კვრით და მოძულებით,
ჩემი ყოველღამების გაცრუებული უძილობით,
გიცხადებ ჯიხადს.
შენ რა იცი,
ჩვენ მთის ებრაელებს,
კავკასიონის ქედებზე,
ზურგით რა გადაგვაქვს?!

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო