სუფიზმი
(sakral Nirvana)
ანგელოზი რომ
მყოლოდა..
ჩემნაირი მტირალა გოგონა,
რომელთან ერთად წავიდოდი
გაზაფხულის ბაღში
სახეტიალოდ. ის
იქნებოდა,
თხელკაბიანი გოგონა,
რომელთან ერთად ვივლიდი,
დილის ცხრაზე, წირვაზე და
დასასრულ,
ბებიებს სეფისკვერებს შევუგზავნიდით.
ამის სანაცვლოდ,
დავუფრთხებოდით ფერწასულნი,
შემთხვევით გამვლელად გადაქცეულ,
ჩემი გაუმწყდარი ფიქრის ბიჭს „კეპუკათი”
შევეკედლებოდი,
გაწითლებულ შუქნიშანზე
გადასვლისას პირჯვრის გადაწერაში.
სახლამდე გულით ხელში გავლევდი.
მანძილს,
მოკლე ნაბიჯით
გავეცლებოდი მონატრებას -
სიზმარში
გულჩათხრობილ გოგონას,
პირველი სიყვარული რომ არ
გააჩნდა,
ზღრუბლთან დამიტოვა
დაბადების დღის საჩუქრად
- სულის შებერვა ფრთები -
არცარსებულმა ანგელოზმა
(Triptico)
სახეზე გამომძერწვია
გასული დღეების ასლები და
ჩაზრდილ წარსულს დავმსგავსებივარ.
თუ უცნობი გადამწერი უჩინარ
ხატად მწერს,
მოინდომოს,
ცრემლებით გამთქვამს და
ერთ სიზმარსაც გაიწვევს უკან.
ჩვენ ორს
დაგვყვება, ჩუმ-ჩუმ
დაგეროტიპებს იღებს,
სიყვარულის იჩემებს
არ ჰგავს ახალ წინასწარმეტყველებს,
არც ცრუ
ღმერთებს – უშიშარია.
მხოლოდ და მხოლოდ, სხეულებზე რძის
ნაკადულები დაგვიდის.
ზამთარ გადატანილ
მოლოდინ გადაწურულ ხეებში გამოგვლია,
მწვანე ნეტარებით რომ ბოლდებიან და
მაინც მიგიშვებენ -
ტოტები ჩამოტეხე? არაფერს გეტყვიან.
ბოლოს ნიღაბი შემოადნება და
მუმიების სპეციალისტი იქნება.
სულები სულ
უცხო
გალობებს სწირავენ,
ფიტულები კი
დავიწყების
კრემატორიუმში ხმებიან
(sitar
ritual)
შენი დედოფალი _
ჩემით ავად მყოფი დედინაცვალი.
თავის ყველაზე ერთგულ მონადირეს
ერთ სურვილს გთხოვს,
წამიყვანო უღრან ტყეში და
უკან საჩუქრით დაუბრუნდე.
იბედნიერებს გული ჩემი,
ჯერაც მFეთქავი,
სისხლგამდინარე,
შენს მოცახცახე ხელისგულებში.
შენ კი
რა ქენი?
როგორ გამიშვი.
Comments
Post a Comment