ჯვარი და ჯვარცმა

ცოტა ხნით შენს ჯვარს
გავიკეთებ, ჩემთან რომ დაგრჩა
გადმოვიდეს შენი ჯავრები
გულზე, შენი არახდენილი მუხლისჩოქა
სიყვარული.

იცი, როგორ ვიპოვნე?!
ფეხებთან მედო,
მკურნალივით, მე კი მძინარეს მესიზმრებოდა:
თეთრი ანგელოზს პირისპირ
დავრჩი:
ანგელოზმა პირიდან ჩვილი
გაოცებისგან გაღებულ ტუჩებში გადმომილოცა.


ცოტა ხანი
ვატარებ შენს ჯვარს,
სანამ ისევ უკანვე გაბრუნდები
და გამომართმევ,
ვართ.


2.
არ მინდა მახსოვდეს შენი ქუჩა და
შენი კორპუსი,
მომლოცველივით გამოვივლი მე შენს უბნისკენ,
სისხლისფერად ვინ გადაღება,
ის ნაცრისფერი, ბნელი კოშკები?

არ მინდა შვილის გამო,
არ მინდა ოჯახის გამო,
არ მინდა ჯვრისწერის გამო,
არ მინდა ცოლ-ქმრობის გამო
გიყვარდე,
შენ უნდა შემიყვარო,
როგორც მე შეგიყვარე,
უბრალოდ. 

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო