ზამბარა

ეს დღეა, ჰგავს უკანასკნელს,
როცა ტკივილი ცვდება ზამბარასავით,
როცა ეშვები, საკუთარ ტანში
და მოჩაჩული წინდასავით
გძულს შენი კანი.
როცა კბილები, ცვდება - სამუდამოდ.
როცა სხეული,გერღვევა - სამუდამოდ.
როცა ჭკნები და როცა სხეული უნდა გაიხადო,
როცა როცადან გრჩება მხოლოდ რო
ცა კი გშორდება სამუდამოდ.

ეს დღეა, ჰგავს თავდაპირველს,
მაშინ გარბოდა ახალგაზრდა
შენი ნაყოფით სავსე წვენით
დედაშენი
გინეკოლოგის კაბინეტის ხვდებოდა
კარი დაკეტილი,
ქუჩაში კი სულ შემთხვევით
გადააწყდა მამაშენი,
რომელიც შენ გამოიყვანე შესვენებაზე
კლინიკისკენ,
მუცლდაყოფნობის პირველი მისტერია,
რომ ვინც ჩაგსახა - გამოგიხსნას,
დედის მოწყენილ საშვილოსნოს
კიდემორღვეულ დილეგიდან.

ეს დღეა, არაფერს სულ აღარ ჰგავს,
ადამიანები, სულდაკარგულ, სულებს
დაეძებენ აღმა-დაღმა,
დადიან მოჩაჩული სხეულებით
დასდიან სხეულებზე მტაცებელი
წვრილი ჭიები, მჭამელები.

როგორ არ მინდა,
მაშინ მოხვალ,
როდესაც ყველაფერი სულერთია, მარა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო