ობი
ასეთ დროს
როცა
მოწყენილობა ემსგავსება ბებიაჩემის მონოლოგში
აღწერილ მოჩვენებას,
რომელიც შუაღამისას გამოეცხადა
ფისისთვის გარეთ გამოსულს,
თუთის ხეზე შემომჯდარი და წითელი
ჯუჯა კაცის იერ-სახით,
და ეს მოწყენილობა, შემოდის ჩემს ერთოთახიან ნაქირავებ
ბინის აივანზე, ჯდება წინკარში
სადაც ნაძვის გირჩის ხელა ჭუპრი
პეპლად ქცევას ცდილობს
და გუშინ შემეძლო მომექნია ცოცხი - დავინდე.
და დილაა არის ისეთი მშვიდიი,
მეც კი ვიღიმი,
მოწყენილი წითელი ჯუჯა,
ჩემს შემხედვარე, ჩემს სახლს გაურბის.
მე, ჩემი ნების და უნებურად,
მოვაშენე ობობები.
ნაირ-ნაირი ჯიშისები, სამზარეულოს, აბაზანას
ისე მოედვნენ,
გადმოდიან შეტევაზე
და წიგნის ჭიებს დაუძმობილდნენ.
დრო ახლოვდება,
მივატოვებ ვიცი ამ სახლსაც,
რიგით ალბათ მეთოთხმეტეს,
რიცხვებს ახლა მნიშვნელობა ეკარგებათ,
და მივატოვებ ობობების თვითნებურ ნაშენს,
და ობობები მოიწყენ ჩემს აღარყოფნას.
მე კი
იქნებ ქალაქიდან გადავვარდე,
სოფელი, უკმეხი დედაბერი, ჯადოსნურ ქოხში
აღარ შემიშვებს -
და დავიდებ ბინას აღარსად, და აღარსად იქნება ყველგან.
და ღმერთივით, მეც შემეძლება,
მოვაშენო სულები, რომლებიც
სამოთხეში არ შეუშვეს, სულებმა, რომლებმაც
სიყვარულისთვის საკუთარი სხეულები ამოიჭამეს.
როცა
მოწყენილობა ემსგავსება ბებიაჩემის მონოლოგში
აღწერილ მოჩვენებას,
რომელიც შუაღამისას გამოეცხადა
ფისისთვის გარეთ გამოსულს,
თუთის ხეზე შემომჯდარი და წითელი
ჯუჯა კაცის იერ-სახით,
და ეს მოწყენილობა, შემოდის ჩემს ერთოთახიან ნაქირავებ
ბინის აივანზე, ჯდება წინკარში
სადაც ნაძვის გირჩის ხელა ჭუპრი
პეპლად ქცევას ცდილობს
და გუშინ შემეძლო მომექნია ცოცხი - დავინდე.
და დილაა არის ისეთი მშვიდიი,
მეც კი ვიღიმი,
მოწყენილი წითელი ჯუჯა,
ჩემს შემხედვარე, ჩემს სახლს გაურბის.
მე, ჩემი ნების და უნებურად,
მოვაშენე ობობები.
ნაირ-ნაირი ჯიშისები, სამზარეულოს, აბაზანას
ისე მოედვნენ,
გადმოდიან შეტევაზე
და წიგნის ჭიებს დაუძმობილდნენ.
დრო ახლოვდება,
მივატოვებ ვიცი ამ სახლსაც,
რიგით ალბათ მეთოთხმეტეს,
რიცხვებს ახლა მნიშვნელობა ეკარგებათ,
და მივატოვებ ობობების თვითნებურ ნაშენს,
და ობობები მოიწყენ ჩემს აღარყოფნას.
მე კი
იქნებ ქალაქიდან გადავვარდე,
სოფელი, უკმეხი დედაბერი, ჯადოსნურ ქოხში
აღარ შემიშვებს -
და დავიდებ ბინას აღარსად, და აღარსად იქნება ყველგან.
და ღმერთივით, მეც შემეძლება,
მოვაშენო სულები, რომლებიც
სამოთხეში არ შეუშვეს, სულებმა, რომლებმაც
სიყვარულისთვის საკუთარი სხეულები ამოიჭამეს.
Comments
Post a Comment