სანიშნე
„და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა
და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.
და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19)
და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.
და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19)
უფალო, უფალო, გზაზე რომ ჩამოივლი,
ლეღვის ხის ჩრდილში და ფოთლებში არ ვჩანვარ. ნუ მნახავ, ნუ მნახავ, წმინდა ბაგეები წყევლით არ აგივსო, ჩემდა უნებურად, რადგან, მეც მზის გულზე, მთვარის რკალივით მოვმრგვალდი, მცურავი, დავდივარ, ვერ კი გამოვისხი ნაყოფი. ჩვილის გალობას ჩემგან ვერ მოისმენ, იესო, ჩემს სახლთან წყრომით ჩამოივლი, ასე უდაბური უდაბნოს მოვჰგავარ. მაგრამ, აივანზე, ვაზი ამოვიდა, ასე, ნებიერად, ველურად ამოზრდილმა, მოისხა წითელი ყურძენი, გაიხარა, მობრძანდი, მიირთვი. უფალო, უფალო, გზად რომ ჩამოივლი, გარეთ ნაძვი დგას გირჩებგამოსხმული, ინიშნე, იქ ვწევარ, პირქვე და უსახური, ქარია, ტოტებს ყრმებივით გამომიწვდის, სიზმარი მანიშნე: -სოფლის სახლში, თაღებიან აგურის სახლში, ჩემი პაპა რგავს ატმის და ალუბლის ნერგებს, და ერთ-ერთი პატარა ხე, ისე ყვავილობს, პაპაჩემი მოიხრება, რომ დამატოლოს. |
Comments
Post a Comment