#
*
ნეტავი, მათ, ცის მსერავებს,
დღე და ღამის სარტყელში დაბადებულებს,
დროებითი ბუდის მშენებლებს,
შვილების ნებსით გამომჩეკავებს -
ნეტავი, მათ ვინც უფლის რწმენას
ფრთების გაშლით დანებებია.
ბებიაჩემის ფერადი ტელევიზორი,
ამ ნეტარებას ვერ განიცდიდა,
როცა ბებიაჩემი თავის ოთახში
აკრძალვებს აწესებდა,
როცა ოთახში არ მიშვებდა, მაშინ,
უფრო გულმოცემული, ვეპარებოდი
სამზარეულოს ქვაბების ვაშლებს,
გადანახულებს, დამალულებს,
აბა, ნება დაერთო და მეყურებინა
პინკ ფლოიდის კედელისთვის,
სამადლიეროდ წყაროდან წყალი,
გამოწმენდა იატაკის, მუსაიფი
გარდასული და აბლაბუდაჩამოსაწმენდი
საუკუნის ცოდვა-მადლზე.
ნეტავი, თქვენ ერთჯერადო ნარგავებო,
ადამიანებს აი, რითი აღგვემატებით:
მინებებულნი დამბადებელს,
არცერთი დარდი - მზისგულზე ისე გამობზეკავთ
ნაყოფს და ფოთოლს,
როგორც ჩაუშვებთ გაყვითლებულს დედამიწის გულისაკენ.
Comments
Post a Comment