დასწრობანა
მოდი, მოდი,
გამოძვერი ფუღუროდან ვირთაგვაო,
მეთამაშე, გათვლას აქვე გაგირითმავ,
მოვიგონებ სახელსაო.
ამ თამაშს ერქმევა დასწრობანა,
უნდა დავასწრო შენს სიკვდილს,
სიკვდილით, რომ მერე შენ დაგასწრო ჩემსას.
ანუ “სანამ შენ მომკლავ,
მე შენ მოგკალი”,
ეს არის საშიში თამაშებიდან,
ცეცხლთან თამაშს ჰგავს.
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო.
მოდი, მოდი, გამოძვერი, ფუღუროდან, ვირთაგვავ,
გამოზიდე ჩემი კბილები, ხუთი წლისა,
სასკოლო ასაკში რომ ვიცვლიდი და სახლის, გალავნის
სხვენის, სარდაფის ყველა ღრიჭოში
მოულოდნელ სიუპრიზებად გიტოვებდი,
-აჰა, თაგვო, კბილი,
მომიტანე ტკბილი.
შენც ჩემსავით გაიზრდებოდი,
შენც ჩემსავით გაირყვნებოდი,
შენც ჩემსავით მამალ ვირთხებს
გადაუშლიდი აკოკრილ ძუძუსთავებს
და პატარა თაგუნია იქეც ვირთაგვად.
ამ თამაშს წესები რად უნდა, მითხარი,
თუ არჩევანი ჟანაა.
მუცელში საერთო ნაყოფით,
კლინიკის ფანჯრიდან გაფრენა,
ლამაზია, თეთრ თოვლში წითელი სისხლის ლაქა.
თუ არადანია, მაშინ დუნკანი.
ესენინი 20-იან წლების მოსკოვიდან
გამოქცეული
თბილისს და ტიციანს აფარებს ხელებს
და პაოლოს თოფი უპატრონოდ,
პატრონების გარეშე ანუ
აისიდორა ჩამოდის თბილისში,
გრძელი რიდეთი და ეს რიდე გუდავს.
რა ლამაზია -
ძველი პობედი მიჰქრის რუსთაველზე,
სადაც ჭადრები ელიან ახალ მკვდრებს,
სადაც სიმღერა ძალიან ძნელია,
სადაც იტაცებენ არაბთა სულები
აბო ქრისტიანის სხეულს და წვავენ,
სადაც სპარსელები,
მეტეხის ჩრდილში
მირონმდინარე ხატებზე ქალაქელთა ფურთხს
დღესასწაულობენ და კარში მოყოლილი
აბრეშუმის ყვითელი რიდე აისიდორას მიაფრიალებს.
ნუ იწყებ ამ წვიმას,
ნუ მინაცრებ სურვილებს, სათამაშო თოჯინად
ნუ დამტოვე, ღმერთო.
გამოძვერი ფუღუროდან ვირთაგვაო,
მეთამაშე, გათვლას აქვე გაგირითმავ,
მოვიგონებ სახელსაო.
ამ თამაშს ერქმევა დასწრობანა,
უნდა დავასწრო შენს სიკვდილს,
სიკვდილით, რომ მერე შენ დაგასწრო ჩემსას.
ანუ “სანამ შენ მომკლავ,
მე შენ მოგკალი”,
ეს არის საშიში თამაშებიდან,
ცეცხლთან თამაშს ჰგავს.
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო.
მოდი, მოდი, გამოძვერი, ფუღუროდან, ვირთაგვავ,
გამოზიდე ჩემი კბილები, ხუთი წლისა,
სასკოლო ასაკში რომ ვიცვლიდი და სახლის, გალავნის
სხვენის, სარდაფის ყველა ღრიჭოში
მოულოდნელ სიუპრიზებად გიტოვებდი,
-აჰა, თაგვო, კბილი,
მომიტანე ტკბილი.
შენც ჩემსავით გაიზრდებოდი,
შენც ჩემსავით გაირყვნებოდი,
შენც ჩემსავით მამალ ვირთხებს
გადაუშლიდი აკოკრილ ძუძუსთავებს
და პატარა თაგუნია იქეც ვირთაგვად.
ამ თამაშს წესები რად უნდა, მითხარი,
თუ არჩევანი ჟანაა.
მუცელში საერთო ნაყოფით,
კლინიკის ფანჯრიდან გაფრენა,
ლამაზია, თეთრ თოვლში წითელი სისხლის ლაქა.
თუ არადანია, მაშინ დუნკანი.
ესენინი 20-იან წლების მოსკოვიდან
გამოქცეული
თბილისს და ტიციანს აფარებს ხელებს
და პაოლოს თოფი უპატრონოდ,
პატრონების გარეშე ანუ
აისიდორა ჩამოდის თბილისში,
გრძელი რიდეთი და ეს რიდე გუდავს.
რა ლამაზია -
ძველი პობედი მიჰქრის რუსთაველზე,
სადაც ჭადრები ელიან ახალ მკვდრებს,
სადაც სიმღერა ძალიან ძნელია,
სადაც იტაცებენ არაბთა სულები
აბო ქრისტიანის სხეულს და წვავენ,
სადაც სპარსელები,
მეტეხის ჩრდილში
მირონმდინარე ხატებზე ქალაქელთა ფურთხს
დღესასწაულობენ და კარში მოყოლილი
აბრეშუმის ყვითელი რიდე აისიდორას მიაფრიალებს.
ნუ იწყებ ამ წვიმას,
ნუ მინაცრებ სურვილებს, სათამაშო თოჯინად
ნუ დამტოვე, ღმერთო.
Comments
Post a Comment