ესკიზი

მოვიდეს?! მოდის!
დახურული საბნის გულიდან
გადმოვდივარ,
ისე ვდიდდები,
გამოვარღვევ დაგმანულ დუმილს,
სიჩუმეების სპორებიდან
პერანგს დავართავ,
და იშვიათი მცენარეების ფერებით სავსეს
გამოვკიდებ ზღრუბლზე,
სადაც ფეხს შემოდგამ და მე თეფშების ზღართანს მოგიწყობ.
მოვიდეს?! მოდის!
სისხლის თბილი ნაკადივით,
თვალუწვდენ ბაღში,
მე მეცხრე თვეში გადამდგარმა, ცალი
ფეხით სამარეში,
იმ ხის ნაყოფს მივაწვდინე გაშლილი ხელი,
სადაც ხასხასებს ცოდვისაგან კაცობრიობა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო