სიმღერები მკვდარ ბავშვებზე

არც ბოლო ვარ და არც პირველი,
სადღაც შუაში ვარ გადებული.
ჩემზე გადადიან უმწიფარნი,
მამაჩემის ნანატრი ვაჟები.
აგზავნის უფალი, მოწყალე,
დედაჩემი კი იცილებს, ვისა სჯის?!
თვალი ვეღარ მომიხუჭავს,
სიზმარ-ცხადიდან ამოდიან
სანაგვეზე ამოსული ხეებივით,
ზოგს კიდურები აკლია და ზოგსაც თავი,
პატარა მატლებივით ზოზინობენ,
ჩვილებივით იდორბლებიან.
- ბავშვებო, ბავშვებო,
როგორც გამხმარ ბროწეულის ნატვრის ხეზე
შებმულებო,
სათითაოდ ხელებში ვიგროვებ:
-შენ პირველ შვილად გაგაჩენ, შენ იქნები ნაბოლარა.

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო