სულეთი
„ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი"
აქ, ყველა მბრძანებლის ტახტი დგას,
რომელსაც ვახსოვართ, არ გვტოვებს.
აქ, ყველა ღვთისშვილი დამრჩალა
და ცოდვილთ მიწას პატრონებს,
სიკვდილი ყვითელ ფრინველს ჰგავს,
ბოლო მოუჩანს წითლადა,
ალალად ჩამოიქროლებს,
ჩამოზვავდება ხელადა,
მიწა, კლდე, გინდაც ჭიუხი.
თუ გამჩენ-ღმერთი გაუწყრა,
მეომარს ხმალ გადაუტყდა.
თუ ბერდედების ბუტბუტი,
ქარმა წაიღო, ტიალმა,
ვაჟკაცს შხამადა წამალი
ექცევა, გაატიალებს.
სამზეოს შენი ნამღერი,
დამრჩალა ნანდაურივით.
იქ, იმღერ ხევსურთ კილოზე,
სულეთის ხიდზე გადიხარ.
მთები გუგუნით გყვებიან,
შენს სახელს მოიგონებენ.
კაცია დავლათიანი"
აქ, ყველა მბრძანებლის ტახტი დგას,
რომელსაც ვახსოვართ, არ გვტოვებს.
აქ, ყველა ღვთისშვილი დამრჩალა
და ცოდვილთ მიწას პატრონებს,
სიკვდილი ყვითელ ფრინველს ჰგავს,
ბოლო მოუჩანს წითლადა,
ალალად ჩამოიქროლებს,
ჩამოზვავდება ხელადა,
მიწა, კლდე, გინდაც ჭიუხი.
თუ გამჩენ-ღმერთი გაუწყრა,
მეომარს ხმალ გადაუტყდა.
თუ ბერდედების ბუტბუტი,
ქარმა წაიღო, ტიალმა,
ვაჟკაცს შხამადა წამალი
ექცევა, გაატიალებს.
სამზეოს შენი ნამღერი,
დამრჩალა ნანდაურივით.
იქ, იმღერ ხევსურთ კილოზე,
სულეთის ხიდზე გადიხარ.
მთები გუგუნით გყვებიან,
შენს სახელს მოიგონებენ.
Comments
Post a Comment