წაწალო
კლდოვან ქვაბულების ძირას
მზე მოეფარა მწვერვალებს,
ყაყაჩოების ფარდაგს გავშლი და
არაგვის ექოდ მოგძახებ:
-სწორფერო, ამღამისაო,
დაიგვიანე, სად ხარო?
დალიმ ხომ არ შეგიტყუა
გამოქვაბულისკენაო,
მოისმის მისი კვნესაო.
ოქროს დალალებს მომიტან,
ოქროს თმიან ბიჭსაო,
მე გავზრდი, სულკალმახის სულო,
მე გამოვიბამ კერასო.
თენებას, ავიკრავ გუდა-ნაბადსა
წამოვალ, დილის ნისლივით
ქარაფებს ისე გადმოვალ,
ტოლს არ დავუდებ დალის ჯიხვებს.
მოვალ და მაგ ბოზქალას, თმით ვითრევ,
ისეთ დღეს ვაყრი, კვნესით გადაიაროს ჭიუხები.
უნდა დაგიხსნა, დალის მოჯადოებული ხელიდან,
გადმოგიყვანო სამზეოსა და ხელად სული ჩაგიდგა.
მზე მოეფარა მწვერვალებს,
ყაყაჩოების ფარდაგს გავშლი და
არაგვის ექოდ მოგძახებ:
-სწორფერო, ამღამისაო,
დაიგვიანე, სად ხარო?
დალიმ ხომ არ შეგიტყუა
გამოქვაბულისკენაო,
მოისმის მისი კვნესაო.
ოქროს დალალებს მომიტან,
ოქროს თმიან ბიჭსაო,
მე გავზრდი, სულკალმახის სულო,
მე გამოვიბამ კერასო.
თენებას, ავიკრავ გუდა-ნაბადსა
წამოვალ, დილის ნისლივით
ქარაფებს ისე გადმოვალ,
ტოლს არ დავუდებ დალის ჯიხვებს.
მოვალ და მაგ ბოზქალას, თმით ვითრევ,
ისეთ დღეს ვაყრი, კვნესით გადაიაროს ჭიუხები.
უნდა დაგიხსნა, დალის მოჯადოებული ხელიდან,
გადმოგიყვანო სამზეოსა და ხელად სული ჩაგიდგა.
Comments
Post a Comment