იქნებ ციდან კი არა, მიწიდან მოდიხარ?
რა დროს აჯანყებაა, ამბოხი.
ახლა სხეულის ნაწილებს
მოუნდათ გაქცევა.
ვიყავი დარჩენილი ამ ჩემი
სისხლის და ხორცის ამარად,
ახლა ამიმხედრდა საშვილოსნო,
უცხო ფრინველივით, ბოლოქანქარა.
მოლოდინის ლოდებს ჩამომიფცქვნის,
ბოლო იმედი უნდა მოვკლა
და ჩავწვე ემბრიონის პოზაში.
ცარიელ ადგილებზე მოვიყარო ფხვიერი მიწა.
პირი ამოვივსო მიწით,
მიწა ვიშვილო, ვიწვე მარადიულად მარტო,
მეორის იმედით.
და ბალახები, ხეები.
და ყვავილები, ბუჩქები.
და ტოტები და ფოთლები.
ჩემი უდედო შვილები ამოვიყარო,
ან ამოვიზარდო.
ახლა სხეულის ნაწილებს
მოუნდათ გაქცევა.
ვიყავი დარჩენილი ამ ჩემი
სისხლის და ხორცის ამარად,
ახლა ამიმხედრდა საშვილოსნო,
უცხო ფრინველივით, ბოლოქანქარა.
მოლოდინის ლოდებს ჩამომიფცქვნის,
ბოლო იმედი უნდა მოვკლა
და ჩავწვე ემბრიონის პოზაში.
ცარიელ ადგილებზე მოვიყარო ფხვიერი მიწა.
პირი ამოვივსო მიწით,
მიწა ვიშვილო, ვიწვე მარადიულად მარტო,
მეორის იმედით.
და ბალახები, ხეები.
და ყვავილები, ბუჩქები.
და ტოტები და ფოთლები.
ჩემი უდედო შვილები ამოვიყარო,
ან ამოვიზარდო.
Comments
Post a Comment