ეთეროვანი. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა

ეკლები მწერებივით მესევიან, საიქიოსკენ მივისწრაფვი.
მერცხლების ყურწამღები ჟღურტულით,
კვიცის ჭიხვინით და ჭენებით.
სააქაოში უკუნია, ჩემუნახავი სიყვარულით, მე აბესალომი მოვკალი.

უკარო ციხესავით სხეულში,
თავი შევიმწყვდიე, ჯანაბამდის,
ხელუკუღმა თუ შემოგაყაროთ კაცმა ქორწილში
მარცვლეული, იმ კაცის სული ეშმასია.
ეშმაკის ხრიკებით დავსნეულდი,
ფეტვივით შემესია მკბენარები,
ობლის გამომცხვარი კვერი, კუტია და ნაცარშია.
საიქიოსკენ დავიძარი დედა ცხენების ჭიხვინითა და ჭენებითა,
ქმარმა, რომელიც მე მოვკალი,
ჩემი სიყვარულით და ეჭვებით დასნეულდა,
ეკლები ეჭვებივით ესობიან.
უნდა გამაცინოს, თავის ხილვით, პირიდან გადმოვყარო შროშანები,
მაგრამ ეკლები მერჭობიან. აბესალომო, ვერ მიცანი,
თვალში სიბნელე ჩაგწოლია, ვეშაპივით,
შენი თეთრი ცასავით ფითქინა ცოლი ვერ მიცანი,
შენთან მოვიდე, გველეშაპი შავი,
სულის მზერიდან ამოგიხაპო.
ვინც გაგვყარა, მან შეგვაერთოს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო