დავითის დახვედრა სულეთში
მესიის მახვილს
(2008 წელს, აგვისტოში, სანამ დაიბომბებოდა გორი,
გელათში დავით აღმაშენებლის ქვა ატირდა)
მამებს ვტიროდი, ძმებს ვტიროდი,
ახლა შვილებს გადავეფარე.
ცეცხლის წვიმის ქვეშ,
ახლა ლეკვები გამირბიან და მკერდს უშვერენ,
ტყვიებს, რომლებსაც
გასანთლული ჯვრების სახელით,
განათლული მეომრები გზავნიან ჩემსკენ.
ოსმალოები, მუსლიმები,
არაბები და თურქ-სელჩუკები,
დაუნანებლად ვჩეხე და ვჩეხე -
თვით ეშმაკთა შემპყრობმა მეფემ
და ახლა, ამ დროს,
მამებს - აფხაზურად,
ძმებს - ოსურად,
თან უცრემლოდ, თან სამშობლოში
უსახელო ჯარისკაცის საფლავთან
შვილებს სამოთხისკენ გამოვითხოვ.
ჩამომდგარა აგვისტოს ომი,
ნაყივჩაღარ მამულ-დედულში.
დამარცხება დიდგორის მერე,
ამატირებს მე, ყოვლისმპყრობელს.
შვილებო,
ჩვენი გამარჯვება იწყება ასე,
თავშეწირვით და თავგანწირვით,
მოწამეობრივ.
მოდით, საფლავის ქვა ავტირდი,
მოდით, გეხვევით მეფე დავითი,
ქართველებო,
ქრისტეს მებრძოლნო,
უკუნისამდე დიდებით მოდით.
(2008 წელს, აგვისტოში, სანამ დაიბომბებოდა გორი,
გელათში დავით აღმაშენებლის ქვა ატირდა)
მამებს ვტიროდი, ძმებს ვტიროდი,
ახლა შვილებს გადავეფარე.
ცეცხლის წვიმის ქვეშ,
ახლა ლეკვები გამირბიან და მკერდს უშვერენ,
ტყვიებს, რომლებსაც
გასანთლული ჯვრების სახელით,
განათლული მეომრები გზავნიან ჩემსკენ.
ოსმალოები, მუსლიმები,
არაბები და თურქ-სელჩუკები,
დაუნანებლად ვჩეხე და ვჩეხე -
თვით ეშმაკთა შემპყრობმა მეფემ
და ახლა, ამ დროს,
მამებს - აფხაზურად,
ძმებს - ოსურად,
თან უცრემლოდ, თან სამშობლოში
უსახელო ჯარისკაცის საფლავთან
შვილებს სამოთხისკენ გამოვითხოვ.
ჩამომდგარა აგვისტოს ომი,
ნაყივჩაღარ მამულ-დედულში.
დამარცხება დიდგორის მერე,
ამატირებს მე, ყოვლისმპყრობელს.
შვილებო,
ჩვენი გამარჯვება იწყება ასე,
თავშეწირვით და თავგანწირვით,
მოწამეობრივ.
მოდით, საფლავის ქვა ავტირდი,
მოდით, გეხვევით მეფე დავითი,
ქართველებო,
ქრისტეს მებრძოლნო,
უკუნისამდე დიდებით მოდით.
Comments
Post a Comment