პოლუსის მიდამო
ასე გაუცხოება, ხელის ჰკვრაა და სამშობიარო
ბლოკში მიტოვება,
ზურგებს რომ ვერ არჩევ,
ბინდ-ბუნდი დგას მზერაში და მხოლოდ,
სუნით და ხმით - რომელი მამაა, რომელი დედა.
აბა, რომელი მნახე, ბაგირზე მხტომელი,
ფეხშიშველი თოკზე, ხელში გრძელი ჭოკით
ვიცავ წონასწორობას?!
ეკვატორის თუ ჰორიზონტის ხაზზს ვარჩევ –
აქ სიარული ფრენას ჰგავს,
არ იცი ფეხი როდის აგიცდება,
და როდის მოადენ ზღართანს.
მხოლოდ ადამიანის ხორცს აქვს ნება,
ასეთ გამოქვაბულს მიაყურადოს,
შიგნიდან ამოღწეულმა ყრუ ხმამ, უკან არ გააბრუნოს,
დაპირქვავებული ჭურჭელივით, მხოლოდ გარედან გაშრეს,
შიგნიდან ხავსი და მიკრობების გახდეს ქალაქი.
მხოლოდ კაცის ნათითურებს შეუძლიათ,
ამოაშრონ ღია ჭრილობები - ორმოები,
სიმარტოვის კრატერები, ხახადაფჩენილები, როგორც ბავშვობის
ხალხური ზღაპრების მგელი.
მაგრამ, ზღაპარში ბოლო კეთილია.
ვითომ, ვითომ, ბაღიდან ერთად,
მარადიული მოგზაურობისას,
ერთ-ერთი ბაქანია მრგვალი, ფხვიერი მიწა,
სადაც ფეხი გეფლობა და ზოგჯერ მხრებამდე,
და ამდენ მიმოსვლაში, არ გავიწყდება,
ერთ მკვახე ნაყოფს გადაყოლილი კეთილმოყვრობა.
შვილებმა თავისი ქნეს,
პოპულაციის კანონები ზეპირად ახსოვთ,
მაგრამ, ამ ზღაპარში ვის დარჩა ბაღი,
ზამთარ-ზაფხულ სხმოიარე?!
მზის საათზე დარგულ ხეხილით,
გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე აყვავებული,
ყოველი მხრიდან მარადმწვანე ურთხელით შემორტყმული?!
ფეხშველას ბაღი – გიშველოთ ღმერთმა, მეც მოვხუცდი და
მამაჩემის პაპის სახელს,
თავის ბაღთან ერთად,
რა მარადიულ ხსოვნად ინახავთ,
უბეში გამოხვეულ თუთუნივით, სოფლის გლეხკაცებო?!
მაგრამ სხვა ბაღზე დავიჩივლე:
საიდანაც გამოგვაძევეს და რა ბედი ეწია
მაცდუნებელს?!
ის დატოვეს, საფრთხობელად,
შიშს რომ ბოლოები არ გაუხუნდეს,
საკერებელდადებული სრიალებს, მაგრამ ისეთი ხნიერია,
ყრმა ანგელოზები კისერზე იხვევენ, ალბათ.
ჭრელ-ჭრელი მძივების მაგიერ.

Comments
Post a Comment