უკანასკნელი
…გონჯაობა მოვიარე, გონჯა მოდგა კარსა...
შეეკრნენ მთვარეს ხმაწვრილი დედაბრები.
გამომხმარი თითისტარები,
კვირისთავებით
ტარაბუას ტრიალებენ,
თავბრუს იხვევენ:
- ახ,
ელიავ, ელიაო, რაღად მოგიწყენია?
გონჯას ჭრელ-ჭრულა ნაჭრებით
მობლანდულს ხითხითით ირწევენ კალთებზე,
რიგ-რიგობით.
- ახ,
ბარბარევ, ბარბარეო, საით გაბრუნებულხარ?
ახალ გონჯას მზე ადგას.
კოცონი
ჩამქრალი. შუაღამეა,
მოხუცნი
გამხმარი სხეულით დატეხილ
ფიჩხის
კონებივით ერთ გროვად წვებიან,
ირწევა
სოფელი.
- გონჯაობას,
მნათობის
ენაზე ბავშვები ძილ-ღვიძილში
მუცლებს
დაეძებენ,
და ხელისცეცებით
გადააწყდებიან
ახალ
თავშესაფარს – ცვარ-ნამიან მიწას.
გამოვიჭრიდიყე კაბის
კალთას,
შეგიკერავდიყე თოჯინას
ახალს,
თქვენ
დარისხეთკე
და აწვიმევით,
ამდენის
ნახვით მე კეფა ამეხადა.
- ახ,
გონჯავ, ჰგავხარ გონჯ მზეთუნახავს.
მეძუძურთ
აკვნიდან ჩვილებს რომ ვტაცებდით,
მოგვქონდა
ნამდვილი შვილები სამსხვერპლოდ,
მზიან
ამინდებს და უხვ მოსავალს,
ესენი
ენაცვალოს.
სოფელ-სოფელ.
მთვარის
ბილიკით.
დედაბრის
აჩრდილი გონჯაობს.
გონზე არ
არის.
Comments
Post a Comment