Epitemia

ერთხელაც სიბერის ნიშნებით ხელებზე,
ხალები ყავისფერი, როგორც ვარსკვლავები
ციდან,
დავითვლით იმ დღეებს რომლებიც არ გვქონდა,
რომლებიც, რატომღაც სხვებმა მიიტაცეს,
იმ დღეებს, რომლებიც, არადა გვეკუთვნოდა,
არადა, ამ ქვეყნის შვილების გასაყოფათ,
მიწაზე, ზეციდან, ან კიდევ პირიქით
უხილავ არსებებს მოჰქონდათ საახალწლოდ,
იმ შობის ღამეში, რომელიც აკრძალეს.
და კლავდნენ ღორებს და მწვადები შიშხინებდნენ,
საკლავი უშობელი, შობისთვის, ვინ გაჩნდა?!
ასე რომ დააჩნდა, ჩვენი წინაპრების სალოცავებს.
ამდენი უარყოფის და ამდენი ლაფის,
შემდეგ, ბუნებრივად ჩვენც კი დავიღალეთ.
და ვთქვით, სიბერეა.
უფალი გადამალეთ.
ახლა ხორცში მკვდარი სულების გვრცხვენია,
რადგან გავუჩუმდით, რეზინის საწოვარით,
ტყუილებს, რომლებიც თავს ისე მოგვახვიეს,
სალბუნი გვეგონა.
ერთხელაც, ვაღიაროთ აღარ გვაქვს სამშობლო,
რომ შიდა საზღვრები ისე დავიწროვდა,
დავდექით მათ მხარეს, ვინც ეს სისხლიანი
მიწა გაიტანა საზღვრის იქეთ და ბითუმად გაყიდა.
თევზები, კალმახები, არა სხმარტალები,
მხოლოდ ვჭამდით და თვალები დავიხუჭეთ,
ჩვენს ძმებს, ვწამლავდით წამლით და ასე ვუყუჩებდით,
კედლებთან დახვრეტილ ჯარისკაცთ ღირსებას.
ბალადებს ვთხზავდით ორგაზმებზე,
რომლებიც მოვიგონეთ, რომლებიც არ გვქონდა,
მხოლოდ მაჯლაჯუნებს,
დღისით ვუწვებოდით და ონანისტურად
ვაძლევდით ქალწულობას. 





ერთხელაც, ვაღიაროთ, რომ სახლი აღარ გვაქვს,
აღარ გვაქვს სახელი, აღარ გვაქვს სათქმელი,
ჩვენ ფარ-ხმალს ვყრით და უცხოეთს გავრბივართ,
მაგრამ წინაპრების ძვლები მოგვბღავიან,
ათასი ჭრილობით, ნახმლევით,
ნაწამებ ქათველების.
სად უნდა დავემალოთ სიყვარულს,
რომელიც მოგვეცა ზეციდან მიწის კაცებს?!
ან კიდევ პირიქით,
ერთი ძეც კი რომ შემთხვევით დაგვცდეს,
ამ უსაშველო უნაყოფობიდან,
ის გადმოივლის, გადმოკვეთს ეკვატორს, ჰორიზონტს,
განედებს, ოთხივე კონტინეტს,
ყველა ოკეანეს,
ყველა მთას, ყველა ზღვას და
იმ სალოცავებს ღამეს გაუთენებს, სადაც საშობაო
ღორს ვკლავდით, არ ვიცოდით, თუ იშვა ჯვარცმისთვის,
თავადი სიყვარული და  მარადიულ სიცოცხლეს გვაზიარა,
იმ სალოცავებს, ერთხელაც, ისევე დაადგება სვეტი ნათლისა
და როცა ჩვენ აღარ ვიქნებით,
ჩვენ არ ვიქნებით,
ჩვენ არ ვიქნებით.. შენ იყავი,
უკუნითი უკუნისამდე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო