მოყმე




„წავიდე, მეც იქ მივიდე, ჩემზე მწარედა სტირისა"

დედავ,
ხმითა ნატირალით შვილს გამოიტირებ,
სამშობლოსთვის გაგიზრდია
ერთი გმირი მაინც,
ახლა, ფეხზე წამოდექი და შავი ლეჩაქით,
შვილის მკვლელის საფლავისკენ,
მოთქმით გზას გაჰყევი.
ხათრით ვამბობ,
არა სჩანს ფლიდი და ჯაბანი,
თავის რწმენაზე გაფიცულს, დაუგეს ხაფანგი.

მიწა საქართველოსია,  გულზე დასაყრელი,
ვინ პანკისის ხეობაში, ვინ პირ-იქეთელი.

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო