Distance Kanion
ვეღარ ვისვენებ,
ეს ზაფხული თოვლივით დადნა,
არც ქარბუქები, არც
მარხილი, არც თოვლის კაცი
არ შემხებია,
ქალწულების სიამაყე
მზეშინას გაჰყვა.
როგორც,
გამსკდარ კლდეს, დღის
სინათლე
ჩაანათებს
და მიწისშიდა ტბების
წყალი,
სტერირულობით ცარცულ
პერიოდს მაზიარებს,
ისე,
მე შევიყვარებ
დინოზავრებს,
აიეტის შინაურ
ურჩხულებს,
რომლებიც ამოფრქვეულ
ვულკანის
ლავის ფერფლზე ტოვებენ
ანაბეჭდებს.
რომლებსაც ზურგზე შემოუსვამთ
ოქროსფერი ასულები,
რომლებიც სულეთს
გადაჰყავთ, რომლებიც
მუხას შესაწირ სიყრმის
ვაჟებს დასტირიან.
ახდენილა შურისძიება ბებრუხანა ქურუმის,
დამსკდარი ქვაბულებით.
მწვანე წყლის შაშვები,
მთვარეულები,
მორიგეობენ ამ ამბავთან:
ბზის ტანწვრილ, ხავსიან
ხეებში დადის
პირველი ანგელოზი,
უფალთან წასაღებ კვერთხს
თლის, თლის, გამო
თლის.
დედამიწა არ ჩერდება,
ჩვენ არ ვჩერდებით,
დინოზავრები გადარბიან,
მხრებზე კოლხეთის
მზეებით, ასულები,
სულები უკვდავები, სულები
მუდმივები,
პერიოდი სამყაროს პრე. აქ
არაფერი არ იცვლება.
შავეთის კარიბჭეს
დარაჯობს,
დავიწყებულ ენაზე მოლაპარაკე მენავე-მაშველი.
მღერიან, ჰეიამოს, ქალების
მოძახილით
თავის ქალებთან ჩამომსხდარი ლაზები.
გოგირდოვან ცხელ გუბეში
ადამიანის სუნი მოვადუღე,
კანი მიდნება.
უკანა მხრიდან კი აწყვეტილ კლდე-ღრეებს აწყდება
გარდაცვლილთა
წყება და
წყება არ ილევა, გალეულ
სულთა ლივლივია.
და ახლა, მესეფების
ზღვიდან ამოსვლისას,
წყალი იკლებს,
ჩანჩქერების სისწრაფით
ვბრუნდები მიწაზე –
დროებით,
ოდესმე კანიონების
სიღრმეში, წითელ თიხა-მინარევებში
Comments
Post a Comment