Mind, Drips
Mind,
ცოდვები კისერზე ჰკიდია,
რისი თავი აქვს, თუ არა სიცრუის,
სიყალბისა?!
ახრჩობს
ნაბიჯ-ნაბიჯ მაჯლაჯუნა.
დადის ზრიალით თავზარდაცემული,
საფრთხობელა.
მომაკვდავს და ბერს, თვალს ავარიდებ.
ერთს სიყვარულს დავუმალავ, ის თვალებს
მიქექავს და
ეშინია, არ იპოვნოს: მალე მოკვდება.
მეორე კი სულს მიხილავს და მკბენარები
მეხვევიან ბავშვობიდან,
არ მინდა რომ მასაც გადავდო.
Drips
თვალს მოვუხუჭავ ამ ამაზრზენ რეალობას,
ისედაც,
არა მიწიერი არსებებით სავსე ვარ ძილში.
ვეღარ გავიგე რა სჯობია,
ეს ნახევრად ხორციელი შეშლილი მცირეწლოვანი
გოგონა,
თუ
ნახევრად ვამპირი მიწიერი კაცი,
ცხადში რომ დასდევს არასწრულწლოვან ბიჭებს,
მიჰყავს ჯურღმულებში და სადიზმის
ხელსაწყოებით
აუპატიურებს?!
რა არჩევანია, ეს თამაში იმსახურებს ჩემგან
წაგებას.
და ეს, ქალაქის ჯოჯოხეთი ეხება ბავშვებს,
მე ვერ ვიფარავ, მე ვერ ვშველი.
რითი ვჯობივარ, ნაგვის ურნაში
წაყუდებულებს,
თუ უარეს ნაგავში ვცხოვრობ?!
გაკრიალებულ ოფისშიც კი ყარს სინამდვილე.
შენ რომ გგონია,
დამიხუჭე თვალები და ხმით ნატირალით,
გამისტუმრე და სურვილები
მომინუსხე, ეს შენ გგონია, საკონტროლოს ახლა
დაგასწრებ.
მე მიწიდანაც შემიძლია წამოვდგე და
ეს დაგავიწყდა,
როდის ყოფილა მას დაედგას ტახტი?
როდის ყოფილა მას გაედგას ფესვი?
როდის ყოფილა მას დაემონოს საუკუნოდ ადამიანი?
ანუ შენ,
ვისაც ანსახიერებ,
მთელი მონდომებით, მაგრამ ბოლო მაკვირვებს.
ამ კითხვის ნიშნებს ბრძანებითში
გადავიყვან, დღეს სასვენ ნიშნებს
თვითნებურად
დავსვავ, გიბრძანებ:
დანგრეულია კართაგენი, გადაიტანე ჯოჯოხეთის
თქვენობები, გადარგე ბოროტების მძაღე
ყვავილები,
ამოითხარე შენი ფესვები შენი ხელებით,
სხვას ნუღარ გასვრი და გადაშენდი.
ჩვენ სიკეთის შენობით ვართ
გამაგრებულნი.
Comments
Post a Comment