უშვილო ნინა და მართა
შილდაში, დედაჩემის დედინაცვლის მხარეს, უფანჯრო ოთახის ირმის თავიანი კარადა როგორ იყურებოდა, კავკასიონის ქედივით დაქრუშული, ჭინკებშეჩენილი და ნისლით გაბრუებული. ადუღებულ რძეში ვცურავდით, აივანზე, სადაც სუსხი და მწვერვალებზე დადებული უკვდავი თოვლის სითეთრე გვეხვეოდა და გვწვავდა, როგორ ჰგავდა ეზოში დანთებულ კოცონს მწვადისთვის, ცეცხლზე და ყინულზე ერთნაირად გიწითლდება ხელ-ფეხი, ერთნაირად გვწვავს ორივე. ცეცხლი და ყინული. ნინა დედაჩემის მამის მესამე ცოლი, სომხის ოქროსკბილა ქალი, უცნაური სიცილით ჩემდანახავი, უშვილო. ის ცოცხალი იყო, როცა ერთ აღდგომას, როცა 18 წლის მოწიფული ქალიშვილი გახლდით, წავედით მე და დედა შილდაში, დედის მშობლების საფლავებისთვის წითელკვერცხებიანი და სანთლებიანი მოწნული კალათით. დედაჩემი - წითელქუდა, სასაფლაოს გზაზე წითლდებოდა, ღუოდა, სიხარულისგან, დღეების დარჩა თავის დედას, დედამისი სისხლისგან დაიცალა, მდინარეზე რეცხავდა ჩვილის საფენებს და ისე გაცივდა, 28 წლისამ მიატოვა სამი პატარა. დედაჩემს მივყა...