ქუთაისი, ნისლი, გელათი, 27 ოქტომბერი


 *
მიმოვიშალეთ ჩვენც,
ჩვენი სიმარტოვის ნანგრევებისკენ.



*
მიაგორებენ თეთრ ანგელოზებს
ლურჯი ღრუბლები ტბის ზედაპირზე.
ალვის ხეების აგრაგნილ სიყვითლეში
წითელკრამიტა სახლების საკვამურები
ამოუშვებენ იისფერ
დამწყვდეულ ნისლებს -
სისხლისდენასავით არ წყდება წვიმა,
ადამიანები იფუთნებიან ერთმანეთის 
სიმყუდროვეთში.


*
რძე გადმოვიდა -
ნისლის ქაფში იხარშება მწვანე ხეობა.
წმინდა მეფის საფლავი კი
სიჩუმეთი ითხოვს შენდობას.
მისი ასეთი უბრალოება, მასტერკლასია,
ყოვლისმპყრობელის ფეხქვეშ გაგება,
უნებურად ლოცვის ბურანში ფიქრით გაგხვევს და
გაგაშიშვლებს.



*
თეძომდე ნაწნავების კეფამდე აჭრა
ათი ათასი წლის გაწამება -
მე შენი სული მსურს, გურანდუხტ.



*
მთელი ჩემი არსება,
ჩატენილი,
თხილის სამტვრევ რკინის ხელსაწყოს
ატყდება,
ღამის სპირალში ჩათრეული ბუკნაჭოტივით.



*
მამაჩემი მესეფია,  თუმცა ყოფილი, 
 მე - მესეფის ასული.
იმდენ ხნის წინათ, გავუმითოსე.
ოქტომბრის ბოლოს გაჩნდა, შუა მესეფობას,
სახლის  სააბაზანოს მორიელია,
თევზის სუნად ყარს - 
მდინარეზე სათევზაოდან,
მომიბრუნდა გახვრეტილი ქვა-ავგაროზით.
სულ ეს არის რაც მის ასულს მესეფობად მამხელს.


გვამს ამოფარებული წლებია ვიცმუცნები
ასეთს, ვინ ვის დავუშავეთ?!
მთელი სამშობლო, გვამებით მოფენილ
 მინდორზე შეექცევა, საკუთარ უმ სისხლ-ხორცს -
მგლის მადით ვერ ვძღებით. 

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო