ჩემი პატარა მავზოლეუმი



(ოდა შემოდგომა)

ა) ველური ბატების მუქი
ჩურჩული კვდება დასალიერზე.
ხელს ვუჩრდილავ მომაკვდავ მზეს,
არ მოჩანს ძე სულიერი.
უკანონო მდგომარეობაა,
შენ გაქვს მეგობრობის სურვილი,
მე ვნებიან ურთიერთობას
ვაძლევ უპირატესობას.


ბ) წვიმს და ქარი ტვირთს წვავს,
სითეთრე წამოასხამს ზამთრის დაკოჟრილ
უგუნებობას,
ჩაი ცივდება ყვავილებიან ჩაიდანში,
ლიმონი გაყვითლდა, ნახევარი მთვარე,
ჩემი  ფინჯნის კიდეზე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო