პაპა მილოცავს პირველ წიგნს თოვლით


თებერვლის 18-ში
ვიჩქარე,  თმა, რომელმაც მომჭრა თავი და
მოვიპარსე, იმდენად ყვიროდა, პერფორმანსი
იდგმებოდა ლექსების საჭიროების მიღმა.
დავნიშნე წიგნის პრეზენტაცია,
ჩემი პირველი ლიტერატურული საღამო,
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,
ჩემი ლექსების პირველი წიგნი,
წიგნი, სადაც მიტოვებული გოგო ხაროში
ჩავარდნილა და ამოსვლა თავში არ მოსდის,
და მოვიდა დილით თოვლი,
რასაც ალაბთ ვერ გამოიძახებ, ვერც იყიდი,
და ქუჩების თავსა და ბოლოში
იდგნენ თოვლის პაპები,
მხვდებოდნენ და მაცილებდნენ, სტაფილოცხვირა
ბებერი კაცები, მოხუცები, ბავშვების სატყუარები.
მე მართალია მოწვეულ სტუმრებისათვის,
 მქონდა ბასრი ლექსები, როგორც მდუღარე მიწა,
ასევე აღმოსავლური ტკბილეული და შავი ღვინო.
კარალიოკის ჩირებივით დამდნარი საღამო
გარედან შემოსული სითეთრის სიჩუმით მოფიფქული 
პაპაჩემის დაბადების დღეს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო