უხრწნელი აზრთა ალგებრა


გწერ, რომ ვარ
უხრწნელ სხეულში წლობით.
აღმოსავლეთი ასე ახლოა ტაიგასთან -
ყინვისგან დამძრალს რა განასხვავებს,
იმისგან, ვისაც მზე მოუმწიფდა?!
ერთია ჩემი უხრწნელობისთვის,
მთვარის სინათლე, დღის შუქი
თუ მიწის სიშავე.

პარადოქს
ლედ ზეპელინს
მოუსმინე ფხიზლად მყოფმა.
აქ.
ეს მხოლოდ შენ უნდა დაგემართოს,
ვინც დაიბადე საქართველოში,
90-იან წლების გა-სატანად.

გადაჭრა
იციან კატებმა გზის
გადაჭრა,
მაშინ შეჩერდი.
დაბადებისას გადაჭრილი
მტკივა ჭიპლარი.
კიდურებმოხრილი ემბრიონი ვიშლები
გასაგრძელებლად.

ლანდშტაფი
ეზოს გვიან მონაზვნები,
და, გვიანი დღეა.
ჰორიზონტს წითელ ბურთად
მზის სხივი აეხვია.
თუმცა, შორი სურვილია,
იყოს, მხოლოდგვიან.
მწუხრის უხმო ლოცვის ალში,
მონაზვნები გვიან.

ზლაზვნა
ამასაც სწავლა უნდა,
მეორე დღეზე იზრუნო, თადარიგი დაიჭირო,
წინ გაიხედო.
ზამთრის დილის ბურუსში
ფეხი არ გაყო,
ყავას ბნელ ოთახში კატასავით არ დაუწყო ძებნა,
რას დავიჭერ, თუ ცარიელია
ყავის კოლბა, ცარიელი ჩემი სახლივით,
ჩემი სხეულივით, ჩემი გულივით.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო