suite. რომ შენ მეყოფი
ავდეგ, ავეჩერჩეტე დღეს.
მესიზმრებოდა.
ღამეულ სტუმრად კუდში მომსდია,
ახლა სულს ვუდგამ.
ანუ საკუთარ ჩრდილს ავედევნე,
უთოვლო ზამთარს.
ესეთი სტიქიაა რომ შენ მეყოფი,
როგორც უმცროსი ძმა,
ცალკე გადიხარ.
მე ალბათ ჩავუვლი შენს ფანჯრებს,
ავხედავ დარაბა დახურულს.
სახლში გამოკეტილის სუსტი ხმა
შემომწვდება თავიდან ფეხებამდე,
დაღვრილი რძესავით გამათეთრებს.
მე ძლივს ვიცნობ,
საკუთარ ხმას, მე ვეღარ გავიხსენებ
რა მინდოდა შენს წარსულში.
შენ ალბათ,
გინდა რომ მოძებნო
ქალაქში ჩემი სახლი, საკუთარ ხმას გადააწყდე.
მას რაც არ ყოფილა, როგორ მიწვდები,
უარესიც. არ არსებულ საძინებელში.
Comments
Post a Comment