დედა სამშობლო
ნუთუ
ეს არის
მცენარე
მტაცებელი,
მიწითა
და ხორცით გამომძღარი.
ნუთუ
ეს არის
ხატი,
ჩემი მსგავსი,
მისი
უჯრედები ჩემი გენეტიკა.
მიწასავით
გაუმაძღარი, ჩემი ხორცივით
ლპობისკენ
მიდრეკილი.
სადღაა
მითხარ, უფლის მხარე,
სახელისთვის
წამებულთა უკვდავი სულები,
ათი
ათასი და ათასი ასი.
ნუთუ
ეს არის,
მცენარე
მტაცებელი, სისხლით დატიკნული
ღერებით,
ფესვებით.
ვისაც
შეარქვეს მეტსახელად სამშობლო,
და
ვისაც, თავის თესლიდან დაჩეკილნი,
ვერძღომით
ჭრიან, ჩრდილში ახმობენ
და
მტერსაც უხვად უნაწილებენ.
მოგიბოდიშებ, გადამწიფებულ
ხილივით ჰყარხარ,
წვეთოვანს ჩემი გამომშრალი
სისხლძარღვიდან
შლეგად მოვიგლეჯ.
და, თუ რამე,
სისხლდენისგან მოვკვდეთ,
ორივე,
რადგან სიყვარულს ორმხრივობა
მოუხდებოდა.
Comments
Post a Comment