გულწითელას ბუდეში სიკვდილის შიშით ჩასახულები


 „South of the Border, West of the Sun”

Haruki Murakami


არ გათენებულზე ყვავმა ატეხა ყრანტალი.
გავაღე სხეულის ორი სარკმელი,
გაყინული ტბებიდან გადმოცვივდნენ
მოწყენა და სულმარტოობა.
თუმც ორის სიჩუმე გადამფენოდა,
გადავიხადე და თუ ახდენაზეა,
სიზმრებში მკვდრებთან უფრო ხშირად
ვსადილობ და ამიტომაც, ვერასოდეს
ლუკმას ვერ ვყლაპავ. როგორ,
განა ის ბავშვებიც?!
ერთი სული მაქვს გავწიო ფარდა,
თოვლის მოულოდნელობისგან მეც გავხალისდე.
მაგრამ, არ ახლავს ამ დილას, უტყუარი ნიშნები,
ეს უბრალოდ შემოდგომის ჩუმი წვიმაა.
თოვლის ჟამს მანქანები შიშით ვერ იქოქებიან
და მხოლოდ მხიარულ პატარების გუნდაობაა
ქუჩების გადაჭედილობა.
დღეს ვიწინასწარმეტყველებ, მზე თუ გამოვა,
გაჩერებაზე ტელეფონის კამერით
ველური თუთის ხმაურიან ფოთოლცვენას გადავიღებ,
ზამთრის თეთ-გრძელი ღამეების გასახმოვანებლად.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო