წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.) ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი) დაუჯდომელი წმინდა ადრიანე და ნატალიასი (საშინაო საკითხავი) წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.) ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი) ტროპარი : მოწამეთა შენთა , უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა , რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი , და მძლავრი დაამხვეს , და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი , მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი . კონდაკი : დედაკაცისა ღმრთივ - განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ , ანდრიანე , მოწამეო ქრისტესო , და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ , და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა . სხვა კონდაკი : მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა , და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა , და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ : შენ ხარ , ქრისტე , გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული . ...
ნატა ვარადა ნატა ვარადა - ბოროტებისთვის წესის აგება / Nata Varada – “Kötülük kurallarının inşası” მიხეილ ჯავახიშილმა, პატიმრობის დროს, დაკითხვისას წარმოსთქვა სიტყვა: "მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თუ თქვენთვის ზვარაკია საჭირო, მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო... თქვენ მე მომსპობთ... მაგრამ იმას ვერასდროს ვერ მოსპობთ რაც მე დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით. მე გამანადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ". ბოროტებისთვის წესის აგება „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!” „ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი. 1921 წლის 25 თებერვალი, რუსეთის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიული თარიღია. მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსია მხილებული, მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს...
20 წელი იცხოვრა მარიამ ბებომ სიმარტოვეში. მარტოობა ისე რთული ასატანი კიდევ არ იყო, როგორც იმაზე ფიქრი, რას შვრებიან ქალაქში წასული შვილები, შვილიშვილები, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ... ასეთი ფიქრები დილიდან საღამომდე თან დაჰყვებოდნენ ერთგული ჯოხივით და თუ წამით მიავიწყდებოდა, მაშინაც თავს უხერხულად გრძნობდა... 20 წელი მხოლოდ ერთი თვე, წელიწადში ერთი თვე ახელდა თვალებს მისი სახლი, როცა შვილები და შვილიშვილები გასართობად ჩადიოდნენ სოფელში. სხვა დროს ზამთრის ძილით ეძინა თითქოს... "კი, ვიცი არაფერი გაკლიათ, მაგრამ ჩემი ხელით გაკეთებულს ლოცვის ძალა აქვს და ამიტომ გიგზავნით, ამ პატარა ძღვენსო", ასე იწყებოდა ყველა წერილი, რომელსაც საგულდაგულოდ მიაკერებდა ქალაქისკენ გაგზავნილ ჩანთის შიდა პირს. რძლებს ერთი უხერხული მომენტი აწუხებდათ, სოფლიდან გამოგზავნილი ჩანთის რაღაცნაირი სუნი. ერთმა თქვა, სოფლისააო, მეორემ - გაურეცხავი ნაჭრის სუნიაო, მესამემ ცხვირზე ხელი წაიჭირა და მოვაშოროთ დროზეო... ამოალაგებდნენ ღამეებნაფიქრ და ნაწვალებ ბებოს ძღვენს, შეახვევდნენ ჩანთა...
Comments
Post a Comment