კაჭკაჭები შეეჩვიენ ნაძვს
კაჭკაჭები შეეჩვიენ ნაძვს
მკურნალობს ნაძვი ფრინველთა ენებს.
კაკალს ტეხს კაჭკაჭი სახურავზე
კაკ-კუკ,
სახურავზე დედა კაჭკაჭი კუსკუსებს,
კაკლის გატეხვას ცდილობს.
სხვენზე თაგვები მხიარულობენ,
კაკლების გორაში.
ოთახში მე ვარ.
ამ უცნაურ თამაშს მივყავარ თხილებში,
ათი წლის ვხდები და უნებურ ჩემდა,
იშვიათად დარგულ უნაყოფო კაკლებს
გარშემო ვურბენ.
აქა-იქ იაპონურ მოლურჯო ხურმას
ვატკბარუნებ.
ამ კაკლებს წელსაც ვაცდით და მერე,
მამაშენი მოიტანს ცულს, ცუნცულას.
კაჭკაჭების ბუდეა კენწეროზე,
ბარტყები ქარმა გადმოყარა, მისდა უნებურად.
მამაჩემს უნდოდა ცოცხლად დაჭერა მათი,
უხეში ბათინკები დააბიჯა და
შემოაკვდა ორთავე.
მოვიდნენ დედალ-მამალი კაჭკაკი მდელოდან,
მოვარდნენ წყალუხვობისას პატარა ღელეს
გაგიჟებას ჰგავდა მათი წუხილი.
უხმო, უკაჭკაჭო, ფრთების ფართხუნით და
გაშმაგებული ფრენით.
- შენთვის მინდოდა, ლაპარაკს ვასწავლიდი,
კაჭკაჭები შეეჩვიენ ნაძვს
მკურნალობს ნაძვი ფრინველთა ენებს.
Comments
Post a Comment