ვარიაცია



არც ცოლი ვარ და არც და,
კატის თვალიანი, კოჭლაუხა
ავსული გეძებ, 
დალის ლაშქრიდან.
ჭრელი მძივები მაქვს,
უძვლო სხეულზე გრაგნილად.
ვერცხლის საყურეებს,
ქარს ავაყოლებ ზარ-ზანზალაკებად.
შენ სადაც თვალს ახელ,
არეალს არ ვცდები ხატებად.
უკუღმა ლაპარაკისას,
სიტყვებს ამოვუშვებ პირიდან.
მე შენი სული მსურს,
ეს ნიშნავს: ვეშვები მთვარედან.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო