Einsam. Lonely


ზამთრისპირის მოჩვენებავ, დამუწე პირი,
გაბრუნდი და კიბეებზე დაგორდი პირქვე.
ვერ ხედავ?! კედლებს საათების დარჩათ ოვალი,
ალი და კვალი ავურიე, აქ, მე სეზონებს  ანუ გავაქრე.

კარი, ფანჯრებიც წელვადია. არის დამდნარი.
ხის იატაკიც, ლაქწასმული, აქერცლილია.
აქ, ჩემი ნებით, შუაღამეს მსტუმრობ ორალით,
და ფლამინდიურ სიმღერებით მართობ მოძღვარი.

არჩევანს, ახლაც, მივანიჭე შანსი დარჩენის,
როგორც ბავშვობის კიბისქვეშიდან ამოსულ  ჩვილ ხმებს
დავურწიე თხილის აკვანი.
უმზეო დილა, ჰგავს ქვიშაში მოჩხრიალე
ზღვის ვერაგ ტალღას.
ცა კი განრთხმული მიწისპირზე -
შეშლილ მოლოზანს.




Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო