ლანდშაფტი. ტაძრად გადაცემისა


ხის ფესვების სიძლიერით
მოიწევს
ეს მაგნიტური მიზიდულობა
ორ სხეულს შორის არსებული.
და შიგნიდან გაჩენილ ცეცხლს,
მზის ამოსვლამდე, დეკემბრის სუსხი - მეხანძრე
აქრობს.
ოფისის დალუქულ სარკმლიდან
მოისმის ეკლესიის სამრეკლოს დედა ზარის ხმა.
თეთრ შროშანით ხელდამშვენებული,
პატარა გოგო - მარიამი,
ამოდის გუმბათიდან თავმოდრეკით.

ირმების ჯიუტი ვნებით შემოსილი. ვძრწი.
თვალები გარბიან მდნარ მზისკენ,
სხეული ყოფის სიმსუბუქეს ნებდება.





Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო