ესკიზი


თითქოს მოლოდინს შევუპყრივარ,
ისე სიჩუმეში ჩავეფალი,
მაგონებს მიწის გაყუჩებას, ჩემი ტკივილის სამარხები.

გზაშია. გზები თოვლში გაქრნენ,
ფრთები მოყინული ზეცას მიეწება.
ასე გაუსაძლის უდროობას ჩივის, ჩვილი მარტოობა.

როგორ ვუბრძანო საკუთარ მეს,
როგორ ვუთხრა ეს საიდუმლო,
რომ მე, მეს დავიწყების აღმართს დავადექი?!

ბევრად მარტივია,
უშენოდ.
სურვილების, გრძნობების მიღმა  -
სადაც სულერთი სიჩუმე მოფენილა,
რაც უდავოა დასარულის ექვივალენტია.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო