ძაღლი



მოძუნძულებს  თეთრიგაქუცული   თავით

ძაღლი  უნდა იყოსთანაც  დედა  ძაღლი.

ძუძუები  ქვევითმიწას  მოთრეული,

გამოღეჭილ თავებს რძე და ხსენი გასდით.

შეჩერდება წამით, საჭმელს მოკრა თვალი,

დასუნსულებს, ყნოსავს, დასწრებაზე არის.

“შვილები მყავს, მორჩა, მშივრები და ობლად,

დავყარე და ახლა სარჩო-სანოვაგეს საძებნელად

ქუჩა-ქუჩა დავძრწი, გამერიდოს ყველა

ძე სულიერს არსად არ გავაჭაჭანებ, სადაც საჭმელია“.

დედა ძაღლი მიწას მოფხოჭნის და მიდის.




Comments