გვიანი ზაფხული 2. ზღვის კაცი


ზღვას დაატარებს შენი გული, როცა გისმენ.

ტალღების პირით ჩურჩულებ ჩემ სახელს:

ნატა, ნატა, ნატაა.

პულსაცია - ჰორიზონტის დელფინების გადაცურვა,

შუაღამისას მთვარის შუქზე.

როცა ვმთავრდებით უნაპირობით,

ნიჟარები ქვიშას ნატრობენ,


თუმცა, მხოლოდ ცუდ ამინდებში,


როცა თოვლია,


როცა ზღვაზე ცხადდება შტორმი,


როცა ზღვა, ისე მღელვარეა ნაპირებს ანგრევს -


მესმის შენი გულისცემა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო