შაბიამნისფერი
თაღართან მდგარი ჩვენი პაპები,
თითქოს წმინდა მირონს ხარშავენ - იდგნენ ჩუმად,
მხოლოდ ცას თუ ახედავდნენ შუბლზე მოჩრდილვით.
ჩვენი პაპები,
ისეთ წამალს აყენებდნენ, თავადაც სვამდნენ,
როცა უჭირდათ.
ვაზებივით როცა ხმებოდნენ.
მდინარის პირას, დაბალ თაღრებთან,
იდგნენ უბრად დილაადრიან,
აღმოსავლეთის შეწითლებულ ცას გასცქეროდნენ -
ვაზები, როგორც მორჩილი ცხვრები
იდგნენ ნამში და შველას ითხოვდნენ -
იწამლებოდნენ შაბიამნისფრად.
ჩვენი პაპები,
ბულბულების და კოდალების მესაიდუმლე
ჩუმი კაცები,
ნაწისქვილარზე გაშენებულ ვენახის მღვდლები,
გვდარაჯობდნენ,
სადაც გინდა წასულიყავი, შუადღის ხვატში,
გამლღვალ ორღობეს, ვისაც არ უნდა წასწყდომოდი
წარსაწყმედელებს -
მათი თვალები ყველგან გვწვდებოდნენ, ყველგან მოგვსდევდნენ,
მათი მზერა მიწისქვეშაც ჩამოგვყვება.
ახლა კი სოფლის განაპირას, ღვთისმშობლის საყდრის კალთაზე წვანან
საღამოს მზეში ლივლივებენ ზედაშეების სიწმინდეში,
და,ამ ქვევრებს არასოდეს აკლდებათ ღვინო, საზიარებლად.

Comments
Post a Comment