გილგამეშის თვე




პურის სუნი აქვს შენს სიყვარულს, ეა.
ოკეანეების შესართავია იგი,
დედასთან დაბრუნებაა (ამა-არ-გი).

ახალგაღვიძებული ბავშვი დედის მკლავებში -
ასეთია სიყვარული,
შენ ჩემ მთავარანგელოზო, ეა.

მდინარე, შემოდის, ერეკლე, ნამიანი ხელისგულებიდან.
ვაშლის ყვავილივით აყვავდა ჩემი გული,
ერეკლე და ჩვილის ღიმილივით მიმნდობი ვხდები,
შენთვის, ერეკლე.
შენს იქეთ აღარაფერია.

ნელ-ნელა ერთმანეთის თითებში რომ გაგვღვიძებოდეს,
როგორც ყვავილებს –
სიზმრის ახდენა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო