შეღებვა
ჯერ კიდევ ცოცხალია ბებიაჩემი მარო , უვლის თავის ლურჯ სკივრს , ხის ზანდუკს . ახდის და ტილოს ფერად ჩანთებში ჩირი , ჩურჩხელა , ძველი კაბები მზევდებიან . აგროვებული კაბებია , ზოგი ვისი , ზოგი სად , ძალოსი , ბიძაშვილის , ჩემი , სოფოსი . სკოლის ბოლო წლებს ძირითადად ამ კაბების იმედად ვრჩებით - ეგ არაფერი თუ ბოლოები სახელოების მოკლეა ან კაბის სათავე დიდია ან არ იკვრება ღილი . ერთხელ , მეზობლის ოსი ანეტა , „ დახეული კაბა გაცვია , ჰიო , ჰიი ” მეჯღანება გახარებული . დაავიწყდა მის მშიერ ბადიშს დედაჩემმა რომ გაუტანა ცხელი პურები , დაავიწყდა პაპაჩემის კალთაში რომ იზამთრებდა , ომიანობას . ძველმანების სიყვარული ჩემი სისხლია , გადარჩენაც , დავიწყებაც , ახლის სურვილიც . ერთხელ , სოფლის ბაზრობაზე საკაბეც კი მიყიდა მამამ , შავი , სასკოლოდ . თუმცა , მე ღებვის ამბავი მაქვს დასიზმრებული , შეღებვისა . სტუდენტობისას , ეს ქალაქი მშიერ მონობას არ შეელია ჩაცმის ვნება . მე და სოფო დავერიეთ ...