წერილი

შესაძლებელია არც არის მარტივად საქმე, შენ შეგიძლია წარმოიდგინო ადვილად - ათიოდე წლის გოგოს დღესასწაული ბაბუა მოულოდნელად სახლიდან გადასახლდება, უკან კი მხოლოდ შუაღამისას ბრუნდება, და მხოლოდ მაშინ როცა სიზმრები ქურდებივით ჩემს ქუთუთოების ქვეშ მოძვრებიან. გადის ტკივილი წლების დარად, ავდრად ვიზრდები, ზოგან შიმშილი, ზოგან სისხლი, ლხინიც არ არის, სხვაგან ჭირები, დგახარ ხანდახან არაფერს შორის არავინ გიმზერს დახშულ თვალებით. ქალაქი გეტო წივწივით გარბის, და შუკის ბოლოს ქვაფენილს გართხმულს, გისაფრთებიან მისი ენები, როგორც სივსივა წვრილი გველები. უდრობისას, გალეულ მზეში, შენ შემოდიხარ ცარიელ სახლში, გამხმარ ფიჭვებსაც გაერიდნენ შავი შაშვები, იაპონური ციყვების წყვილი, წელს მერცხლებიც ადრე გაფრიდნენ და
მამაჩემის სიბრძნე ღაღადებს,
რომ ეს ზამთარი იქნება მკაცრი. როცა მკლავები გიშიშვლდება - ვპატარავდები. როცა ხელები გიგრძელდება - მუჭში გეტევი. როცა თვალები გეხილება - მაშინ ვიღვიძებ, და ცხადში ცხადლივ ბაბუაჩემი ბრუნდება სახლში. ამას არ მოგწერ, რადგან გწამს რომ პაწია სპილო ჩაგისახლდა, მაშინ გაცოცხლდი. რომ მე და ბაბუც ვთამაშობდით დახუჭობანას და
შემოდგომის პირველ დღეს ანუ როცა მერცხლები გაბრუდნენ უკან, მე დავინახე შენს უკან მდგარი ბაბუაჩემი, როგორც ათი წლის მორცხვი გოგონა გაღიმებული.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო