გოგოჭამია ჯუჯები


ნატას და ყველა სხვა გოგოს, ვინც შანტაჟის გამო თავი მოიკლა
ან მოკლეს...

(არასრულწლოვანთა თანასაკითხავი)

ეს ნაბიჭვარი ფეიკი ჯუჯები
შენს თავსაც მართმევენ კეთილო იესო,
მაღაროს ნახშიროჟანგბადი მახარბეს,
მაძინებს მამების უდროო სიკვდილი.
სურათებს შიშველს და ფოტოებს პორნოსთვის,
ჯოჯოხეთს ვაგზავნი, ქალწულად ყოფნობის,
სოფელში თავმოჭრილს,
ჯორზე თუ შემსვამენ,
ტალახი ლაზარე, ელია გრუხუნა.
ჭერხოში, ეზოში,
მე ბათარეკას ასული მზია ან დობილი მისი ვარ
შერცხვენილ სახელს და მუქარას გავცდები,
ამ სოფლის ტატყანს და გოიმურ ბრალდებებს,
ნაბიჭვარ ფეიკებს, ჯუჯებადყოფილებს,
პატრული ბიძია ხელბორკილს დაადებს.
იესო, ამ გოგოჭამია ჯუჯასაც შეუნდე ჩემს გამო,
მარიამს, მარიამს, მარიამს....





2.
მესიჯობანა თამაშია ელექტრონულად-
მე არჩევანი,
არადანი ეძებს საკბილოს.
ფოტოები ეროტიული, არასრულწლოვნებს
უფროსებმა რომ ვერ გაგვიგონ.
დაფარული ფეიკები,
გოგოჭამია ჯუჯების ნიკებით.
მზია ბათარეკას ასულს ვკითხულობდი,
როცა მწვანედ აინთო და მომთხოვა,
შიშველ ფოტოებს დავდებ საჯაროდ, თუ შენს მეგობართან
სექსს არ ჩაწერ,
კოცნაობას, კაბა ჩაიწიეთ და
ერთმანეთს მიეხუტეთ,
თუ  ამ ვიდეოსაც არ გამოგზავნი ახალ მისამართზე,
შენს შიშველ ფოტოებს მესინჯერში, გავაფაბლიკებ,
თავს მოგჭრი, სირცხვილისგან მთელ
სოფელში თავს ვერ გაყოფთ გარეთ,
ვერც შენები. ვერც შენ.
მზია ბათარეკას ასულს ვკითხე,
რა უნდა მექნა?!   
და სინამდვილეში თვითმკვლელობისკენ გადავიხარე,
როგორც მზის ჩასვლა ქვიშიანი ნაპირიდან,
როგორც ზაფხულის მიწურულში ბაბუის ყანა.
გოგოჭამია ჯუჯებს მოკითხეთ,
როგორ დაგვითანხმეს ანონიმურ თამაშისას
სიყვარულის ბაღებისკენ რომ წავყოლოდით,
თქვენი შიშით კი ლაბირინთიდან თავის დაღწევა
გაქცევით ვცადეთ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო