მწვანე ნაგვისურნები


სკვერის ნაგვის ურნა, აგრემც დაილოცები,
გადანახულ პურის ყუას,
რა გულდაგულ ინახავ.

ჩამავალ მზის სინაზეს მოხვევ ზურგზე მოხუცებს
და ქალაქის სიმარტოვეს ხელს გაუწვდი
მოვიდეს -
მას ხომ არავინ არ ჰყავს, კუტი პურივით მოხრილს
მოიყვან ნაგვის ურნავ,
 შენს სიახლოვედ მორჩილს,
დახრილი ჩუმად ჩაყოფს ხელს და გაიშვერს ისე,
როგორც ალილო ღამეს,
„ხელი ჩავყავ კალათასა,
ალათასა, ბალათასა".

ალბათ, ტურისტს ან მუშას, ან ბავშვს, ან ფრინველს
 მორჩა
ეს რამდენიმე ლუკმა და შენსკენ
მოისროლა.

ნაგვის ურნების სიმწვანეში, ძირში მიყურსულთ,
გამოუჩნდება პატრონი, ან მახარობელნიც იქნებიან
ისინიც, ალბათ.

ტიფლისის ნაგვის ურნავ, დაილოცები შენამც,
ჯიბე სავსეა ქალი, და მიირწევა ნელა,
ჩამლღვალ, ჩამწიფულ მზეში.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო