20 წელი იცხოვრა მარიამ ბებომ სიმარტოვეში. მარტოობა ისე რთული ასატანი კიდევ არ იყო, როგორც იმაზე ფიქრი, რას შვრებიან ქალაქში წასული შვილები, შვილიშვილები, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ... ასეთი ფიქრები დილიდან საღამომდე თან დაჰყვებოდნენ ერთგული ჯოხივით და თუ წამით მიავიწყდებოდა, მაშინაც თავს უხერხულად გრძნობდა... 20 წელი მხოლოდ ერთი თვე, წელიწადში ერთი თვე ახელდა თვალებს მისი სახლი, როცა შვილები და შვილიშვილები გასართობად ჩადიოდნენ სოფელში. სხვა დროს ზამთრის ძილით ეძინა თითქოს... "კი, ვიცი არაფერი გაკლიათ, მაგრამ ჩემი ხელით გაკეთებულს ლოცვის ძალა აქვს და ამიტომ გიგზავნით, ამ პატარა ძღვენსო", ასე იწყებოდა ყველა წერილი, რომელსაც საგულდაგულოდ მიაკერებდა ქალაქისკენ გაგზავნილ ჩანთის შიდა პირს. რძლებს ერთი უხერხული მომენტი აწუხებდათ, სოფლიდან გამოგზავნილი ჩანთის რაღაცნაირი სუნი. ერთმა თქვა, სოფლისააო, მეორემ - გაურეცხავი ნაჭრის სუნიაო, მესამემ ცხვირზე ხელი წაიჭირა და მოვაშოროთ დროზეო... ამოალაგებდნენ ღამეებნაფიქრ და ნაწვალებ ბებოს ძღვენს, შეახვევდნენ ჩანთა...
Comments
Post a Comment